
NANKANG-ის საბურავები დაბრუნდა !
NANKANG-ის საბურავები გეზ მოტორსში დაბრუნდა ! - 1959 წელს დაარსებული კომპანია ტაივანში Nankang Rubber Tire Corporation Ltd, დღემდე აწარმოებს პრემიუმ ხარისხის საბურავებს მსუბუქი და SUV კლასის ავტომობილებისათვის.
იაპონური წარმოების ტექნოლოგიების პრინციპებზე დაყრდნობით კომპანიამ ტაივანში ორი მსხივილი საწარმო შექმნა (Hsinchu და Nankang). 1959 წელს კი კომპანია ნანკანგმა ოფიციალურად დაიწყო თანამშრომლობა Yokohama-სთან საბურავების წარმოების თაობაზე, კომპანიების თანამშრომლობა 70-იანი წლების მიწურულამდე გაგრძლედა. Yokohama-სთან თანამშრომლობა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა კომპანიისათვის, რადგან ორი კომპანიის ტექნოლოგიურმა მიღწევებმა ნანკანგს საშუალება მისცა, რომ მისი პროდუქტისათვის ტექნოლოგიური სიახლეები და მაღალი ხარისხი შეეძინა.
მსუბუქი ავტომობილისათვის განკუთვნილი, Sportnex-ის კატეგორიის საბურავი, NS-25 და NS-20 გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით გზაზე, 4 სწორი ფართო ღარი აძლიერებს საბურავის მანევრირებას სველ გზებზე, უზრუნველყობს კომფორტულ და უსაფრთხო მგზავრობას და მაქსიმალურ მოჭიდებას გზის საფართან. უნიკალური ტექნოლოგიით შექმნილი პროტექტორის დახმარებით, მინიმაუმამდე მცირდება ხმაური გზის საფარზე მოძრაობისას.
SUV & 4X4 კატეგორიის საბურავები - AT-5 მოდელის საბურავი, რომელიც გამოირჩევა მაღალ ეფექტურობით თოვლიან, ტალახიან ან ხრეშიან გზაზე, უნიკალური დიზაინით შექმნილი პროტექტორი უზრუნველყობს სტაბილურობას ნებისმიერი გზის საფარზე მოძრაობისას, საბურავის ცვეთის დასაბალანსებლად, პროტექტორის შორის დამაკავსირებელი ზოლის დიზაინი უზრუნველყობს მაქსიმალურ ბალანსს და სიმტკიცეს. SP-9 მოდელის საბურავი გამოირჩევა ოპტიმალური და თანაბრად თხელი ზოლებით, რომელიც უზრუნველყობს მაქსიმალურ კომფორტს მართვის დროს, 5 დონიანი სიმულაციის ტექნოლოგიის დახმარებით შემცირებულია ხმაური მაღალი სიჩქარის დროსაც.