როგორ გავწმინდოთ კონდიციონერის სისტემა?
უმოქმედობის პერიოდში, კონდიციონერის სისტემის არხები, ივსება ბაქტერიებით, რომელიც კონდიციონერის მუშაობის შედეგად გამოიფრქვევა სალონში. არსებული რეალობა ჯანმრთელობისათვის საშიშია და დროთა განმავლობაში, შეიძლება სერიოზული პრობლემების გამომწვევი მიზეზი გახდეს.
კონდიცირების სისტემის გაუმართაობის მიზეზი შესაძლებელია გახდეს, არხების დაბინძურება, სოკოს და ბაქტერიების გავრცელება სალონში ან ჩვენთვის კარგად ნაცნობი სიტუაცია, როდესაც სალონში არასასიამოვნო სუნი დგას.
.
კონდიციონერის სისტემის არასათანადო მოვლა, იწვევს მანქანის სალონში, მუდმივ არასასიამოვნო სუნს. როგორც კონდიციონერის სისტემის, ასევე გამათლობლის სისტემის მუშაობის დროს. დროთა განმავლობაში, სალონში ჩნდება, სხვადასხვა ტიპის ბაქტერიები, რომელიც ერთ-ერთი წინაპირობაა, ადამიანის სასუნთქი გზების დაავადებისა, მხედველობის ორგანოების დაზიანების და ალერგიული სიმპტომების განვითარებისთვის.
➤ როგორ გადავჭრათ არსებული პრობლემა?
ჩვენ ვუზრუნველყობთ კონდიცირების სისტემის ეფექტურ წმენდას, LIQUI MOLY-ის სპეციალური აპარატის გამოყენებით, რომელიც ეფექტურად წმენდს კონდიცირების მთლიან სისტემას:
○ წმინდავს სისტემას უსიამოვნო სუნისგან
○ აშორებს მტვერს და ჭუჭყს
○ აუმჯობესებს მიკრო კლიმატს მანქანის სალონში
○ ამცირებს დაავადების წარმოქმნის რისკს
○ მგზავრობას ბევრად კომფორტულს ხდის