ძრავის ზეთის შეცვლა
შეარჩიე ძრავის ზეთი სწორად - შენი ავტომობილისათვის !!!
➤ როგორ უნდა შევარჩიოთ ძრავის ზეთი ჩვენი ავტომობილისათვის?
როდესაც საქმე გვაქვს ავტომობილის ყველაზე მნიშვნელოვან დეტალთან, ძრავთან - აუცილებელია დიდი სიფრთხილე გამოვიჩინოთ ძრავის ზეთის შერჩევის დროს. მნიშვნელოვანია, რომ მწარმოებლის მოთხოვნების გათვალისწინებით შევარჩიოთ ძრავის ზეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად მოგვიწევს დამატებითი ხარჯების გაღება ძრავის შეკეთებასა და სერვისისათვის.
➤ რა არის ძრავის ზეთის მთავარი დანიშნულება?
ძრავის ზეთის მთავარი ფუნქციაა, ავტომობილის გადაადგილებისას, ძრავის მეტალის დეტალების დაცვა, ხახუნის მინიმუმამდე შემცირება და ძრავის გაგრილება. ძრავის ზეთის ქიმიური შემადგენლობა, უზრუნველყობს ძრავის დეტალების სამუშაო მდგომარეობის შენარჩუნებას.
➤ რატომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი უმაღლესი ხარისხის ზეთზე?
ავტომობილის ძრავის ფუნქციონირებისათვის და მისი სამუშაო რესურსის შენარჩუნებისთვის, აუცილებელია გამოვიყენოთ მაღალი ხარისხის ზეთი, რომლის ქიმიური შემადგენლობა იძლევა იმისა საშუალებას, რომ ძრავმა შეუფერხებლად იმუშაოს.
ჩვენი პროფესიონალი ტექნიკური მენეჯერები, დაგეხმარებიან ზუსტად შეარჩიოთ ზეთი თქვენი ავტომობილისათვის.