პოლიალფაოლეფინების ბაზაზე შექმნილი 100% სინთეტიკური უნივერსალური ძრავის ზეთი, ავტომობილების უმრავლესობისთვის, რომელთა ზეთების მოთხოვნები დაკავშირებულია API და ACEA საერთაშორისო კლასიფიკაციებთან. ოპტიმალური სიბლანტის მეშვეობით, ზეთი იდეალურად იცავს ფორსირებულ მრავალსარქველიან ძრავებს.
თანამედროვე, სრულიად სინთეტიკური საბაზისო ზეთებისა და დანამატების განვითარების სფეროში მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენება უზრუნველყოფს ზეთის დაბალ სიბლანტეს დაბალ ტემპერატურებზე, ზეთის აპკის მაღალ საიმედოობას. SYNTHOIL ხაზის ძრავის ზეთები ხელს უშლის ნადებების ფორმირებას ძრავაში, ამცირებს ხახუნს და საიმედოდ იცავს ცვეთისგან.
ასევე იდეალურად შეესაბამება VW Group ავტომობილების FSI, TFSI და ა.შ. ტიპის ძრავებს, მათ შორის იდეალურია Porsche-ს მარკის ავტომობილებისათვის რადგან გააჩნია Porsche A40 ოფიციალური რეკომენდაცია.
- ძრავის ყველა დეტალის სწრაფი შეზეთვა დაბალ ტემპერატურებზე
- მაღალი შეზეთვის უზრუნველყოფა
- მაღალი თერმოჟანგვითი სტაბილურობა და ძრავის დეტალების მდგრადობა დაძველების მიმართ
- ძრავის იდეალური სისუფთავე
- გამოცდილია შეთავსებადობაზე კატალიზატორებთან და ტურბოდამბერთან
- მაღალი სტაბილურობა მაღალ ტემპერატურებზე
- ზეთის ძალიან დაბალი ხარჯი
დაშვება:
API: SN
ACEA: A3/B4
რეკომენდებულია:
BMW: Longlife-98
MB: 229.3
Porsche: A40
VW: 502 00/505 00
არ არის რეკომენდებული ძრავის სტანდარტულ ზეთებთან შერევა.