×

Motorsystemreiniger Diesel 300ml

Motorsystemreiniger Diesel 300ml
Motorsystemreiniger Diesel 300ml
33.00 ₾
საწვავის სისტემის საწმენდი

MOTOR SYSTEM REINIGER DIESEL - მაქსიმალურად ეფექტური და გამოყენებაში მარტივი. ძრავში საწვავის ყოველი აფეთქება იწვევს შემფრქვევისა და ზოგადად წვის სისტემის კომპონენტების დაბინძურებას. რაც უფრო თანამედროვე და ტექნოლოგიურად დახვეწილია ძრავა, მით უფრო მგრძნობიარეა სისტემა საწვავით დაბინძურებაზე და გაცილებით სერიოზულ პრობლემებსაც იწვევს. უმეტეს წილად, ამგვარი პრობლემების შედეგად გვიწევს ძრავის დაშლა და უკვე დაშლილ მდგომარეობაში დეტალების გაწმენდა, ან სულაც ძვირადღირებული, ახალი დეტალებით ჩანაცვლება.

MOTOR SYSTEM REINIGER –დანამატის უახლესი ტექნოლოგია, ხასიათდება ძლიერ გამწმენდი თვისებებთა და კოროზიისგან დაცვას მაღალი პროცენტული მაჩვენებლებით. შექმნილია განსაკუთრებით სერიოზული დაბინძურების მოსაშორებლად, მაგალითად: ის რაც ხდება პირდაპირი შეფრქვევის სისტემებში.

  • პროდუქტის გამოყენება ამცირებს მავნე აირებს გამონაბოლქვში (მარტივად გაივლით ტექდათვალიერებას )
  • უზრუნველყოფს ძრავის სტაბილურ და ოპტიმალურ მუშაობას
  • მარტივად აშორებს ნამწვს და ნალექს მთლიანი საწვავის სისტემიდან
  • ხელს უშლის საწვავის სისტემაში კოროზიის განვითარებას
  • უზრუნველყოფს საწვავის და ჰაერის ოპტიმალურ ნაზავს
  • ხელს უწყობს ოპტიმალურ ფეთქებადობას წვის კამერაში
  • ტესტირებულია კატალიზატორთან
  • მნიშვნელოვნად ამცირებს საწვავის მოხმარებას

დანამატის ჩასხმა შესაძლებელია საწვავის ავზში ნებისმიერ დროს. შერევა ხდება ავტომატურად. 300 მლ ფლაკონი განკუთვნილია მინიმუმ 35 ლ და მაქსიმუმ 75 ლ საწვავის რაოდენობაზე.

რეკომენდაცია:  დაამატეთ საწვავის ავზში გამონაბოლქვის სისტემის შემოწმების ( მაგალითად ტექდათვალიერება ) ან სხვა სარემონტო სამუშაოების გავლის დროს. საწვავის სისტემის შეკეთების შემდეგ. პრობლემების ხელახლა წარმოქმნას თავი რომ ავარიდოთ, რეკომენდირებულია პროდუქტის პროფილაქტიკური გამოყენება.

მსგავსი პროდუქტები

გამოიწერეთ სიახლეები