მაღალი ხარისხის, გრძელბოჭკოვანი, განსაკუთრებულად ფუმფულა მიკროფიბრის ქსოვილი მოვლის საშუალებების მოსაცილებლად, პოლირების ნარჩენების გადასაწმენდად და ავტომობილის გარეცხვის შემდგომ გასამშრალებლად. ქსოვის სპეციალური ტექნოლოგიის წყალობით, მას არ გააჩნია ნაკერები (კიდეები), რაც გამორიცხავს მგრძნობიარე ზედაპირების დაკაწვრას. ეფექტურად იწოვს ცვილისა (wax) და პოლიროლის ნარჩენებს, უზრუნველყოფს ღრმა ბზინვარებას ლაქების, ზოლებისა და მქრქალი კვალის დატოვების გარეშე. არის რეცხვადი და, შესაბამისად, ხასიათდება ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადით. არ შეიცავს სილიკონს.
განკუთვნილია მოვლის საშუალებებისა და პოლირების ნარჩენების მოსაცილებლად, ასევე ავტომობილის გარეცხვის შემდგომ გასამშრალებლად ისეთ მგრძნობიარე ზედაპირებზე, როგორიცაა: საღებავის საფარი, პლექსიგლასი (ორგმინა), ფირი, პლასტმასი, უჟანგავი ფოლადი და დამუშავებული (ლაქირებული) ხეც კი.
დასამუშავებელი ზედაპირი თავისუფალი უნდა იყოს უხეში ჭუჭყისგან. პოლიროლი და მოვლის საშუალებები გადაწმინდეთ მშრალი, განსაკუთრებულად რბილი მიკროფიბრის ქსოვილით, წრიული მოძრაობებითა და მსუბუქი დაწოლით. გასამშრალებლად კი გაშალეთ ქსოვილი და გადაუსვით იმ ადგილებს, რომლებიც გაშრობას საჭიროებს.