სინთეტიკური სამუხრუჭე სითხე დამზადებულია გლიკოლის ეთერების, ალკილპოლიგლიკოლებისა და პოლიგლიკოლის ესტერების ბაზაზე. იგი შეიცავს ინჰიბიტორებს, რომლებიც თავიდან აცილებთ ლითონის სამუხრუჭე კომპონენტების კოროზიას და ამცირებენ დაჟანგვას მაღალ ტემპერატურაზე. სამუხრუჭე სითხეს გააჩნია დუღილის შესანიშნავი მაჩვენებელი „მშრალ“ და „სველ“ მდგომარეობაში, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო დამუხრუჭებას ხანგრძლივი ექსპლუატაციის პერიოდში გარკვეული რაოდენობის ტენის შეწოვის შემდეგაც კი. ტენის სპეციალური მშთანთქმელები ხელს უწყობენ ორთქლის ბუშტუკების წარმოქმნის პრევენციას. პროდუქტი განსაკუთრებით კარგად შეესაბამება ყველა ტიპის დისკურ და დოლურ სამუხრუჭე სისტემას, ისევე როგორც ავტომობილის გადაბმულობის სისტემებს, რომლებისთვისაც განსაზღვრულია ამ სპეციფიკაციის სინთეტიკური სამუხრუჭე სითხე. სამუხრუჭე სითხე ასევე იდეალურია ABS სისტემებში გამოსაყენებლად.
მისი გამოყენება შესაძლებელია ყველა სტანდარტულ სამუხრუჭე სისტემის გამწმენდ (დაჰაერების) მოწყობილობაში. პროდუქტი ერევა და თავსებადია ყველა მაღალი ხარისხის სინთეტიკურ სამუხრუჭე სითხესთან. თუმცა, ამ სითხის გამოყენების ოპტიმალური პერიოდი გარანტირებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას დამოუკიდებლად (სხვა სითხეებთან შერევის გარეშე) გამოიყენებთ. რეკომენდებულია სამუხრუჭე სითხის შეცვლა ავტომობილის მწარმოებლის მიერ მითითებული სპეციფიკაციების შესაბამისად.
სპეციფიკაციები / დაშვებები: FMVSS 116 DOT 3, FMVSS 116 DOT 4, FMVSS 116 DOT 5.1, ISO 4925 Class 3, ISO 4925 Class 4, ISO 4925 Class 5.1, SAE J 1703, SAE J 1704.