ომის შემდგომ წლებში, თუნუქის ქილა, რომელიც შეიცავდა თხევადი მყარი საპოხი მოლიბდენის დისულფიდს (MoS2) შესთავაზეს აშშ-ს არმიის მაღაზიებში, ბრენდის სახელით LIQUI MOLY. საავტომობილო ზეთს დამატებული ეს ნივთიერება უზრუნველყოფს ზეთის შეუფერხებელ მუშაობის თვისებებს ძრავის გაჟონვის შემთხვევაში. მეორე მსოფლიო ომის დროს მფრინავებმაც კი იყენებდნენ ამ პროდუქტს. MoS2 დანამატი იმ დროისთვის აშშ-ს საჰაერო ძალების ყველა მფრინავს სტანდარტულად ჰქონდა თვითმფრინავში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზეთის ავზს ტყვია ხვდებოდა და ძრავი მთლიანად იცლებოდა ზეთისგან, მფრინავებს შეეძლოთ უსაფრთხოდ შეესრულებინათ ავარიული დაშვება მყარი საპოხი მასალის მეშვეობით, რომელიც ლითონის ზედაპირებს ეწებებოდა და იცავდა.
ჰანს ჰენლემ შეიძინა LIQUI MOLY სახელის უფლებები და ასოცირებული პატენტი ზეთის დანამატისთვის, რომელიც შეიცავს მოლიბდენის დისულფიდს (MoS2). ასე დაიბადა LIQUI MOLY-ს ბრენდი. კომპანია LIQUI MOLY GmbH კომერციულ რეესტრში შევიდა 1957 წლის 31 მარტს. LIQUI MOLY-მ თავისი სათაო ოფისი გახსნა ქ. ულმში - ზუსტად იმ დროს ჯერ კიდევ პატარა შვაბიის ქალაქის შუაგულში - თავისი პირველი პროდუქტის გასაყიდად: Kfz. 1 ( auto 1) – რა თქმა უნდა, MoS2-ზე იყო დაფუძნებული. ეს დანამატი, ჯერ კიდევ არსებობს LIQUI MOLY-ის პროდუქციის ასორტიმენტში სახელით Oil Additiv. დაარსების წელს, მოლიბდენის დისულფიდი იყო აქტიური ინგრედიენტი სამრეწველო და საავტომობილო პროდუქტების ფართო სპექტრისთვის. Kfz 1, Kfz 2, Kfz 3 და Kfz 4, ანუ ზეთის დანამატი, ATF დანამატი, მრავალფუნქციური საპოხი და სამონტაჟო პასტა MoS2-ით, წარმოადგენდა პროდუქციის პირველ ასორტიმენტს.
1970-იანი წლების დასაწყისში, პროდუქციის ასორტიმენტი, რომელიც იმ დროს ძირითადად შედგებოდა MoS2 პროდუქტებისგან და 1973 წლიდან ასორტიმენტი გაიზარდა პირველი საწვავის დანამატების სერიით. პროდუქციის ეს კომბინაცია აყალიბებდა მთავარ ბიზნესს ათწლეულის ბოლომდე და დღემდე, LIQUI MOLY-ს გამორჩეული პოზიცია დაუმყარა გერმანიის დანამატების ბაზარზე.
წარმატების შემდეგი ეტაპი მიღწეული იქნა საავტომობილო ზეთების ტრადიციულ ბიზნესში შესვლით, რომელიც ასევე თარიღდება 1970-იანი წლების ბოლოს. ტრადიციულად, MoS2 ცევთის საწინააღმდეგო დამცავი ნივთიერება უკვე დაემატა პირველ საავტომობილო ზეთებს, რომლებიც იწარმოებოდა ოთხ სიბლანტეში, იგივე ფირმის LIQUI MOLY-ს სახელით. ბრენდის გარეგნობა ასევე შეიცვალა, რათა ასახულიყო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება საავტომობილო ზეთებით. "LM" გახდა "LM LIQUI MOLY" და პირველად გამოჩნდა კომპანიის ამჟამინდელი ფერები ლურჯი, თეთრი და წითელი. დანამატებისა და საავტომობილო ზეთების შემდეგ, LIQUI MOLY-ს პროდუქციის ასორტიმენტი წლების განმავლობაში სტაბილურად იზრდებოდა.
1987 წელს შეიქმნა ექსკლუზიური შეფუთვის ფორმა, რომელშიც LIQUI MOLY-ის საავტომობილო ზეთებს დღესაც გვთავაზობენ. ეს შეფუთვა ბრენდის იმიჯის განუყოფელი ნაწილია. იმის გათვალისწინებით რომ, უაღრესად კონკურენტუნარიან გერმანიის ბაზარზე დანამატები იკავებდნენ პოპულარულ პოზიციას წლების განმავლობაში, LIQUI MOLY-ის საავტომობილო ზეთებმა პოპულარობა და სტაბილური პოზიცია უკვე ბაზრის ლიდერის გარემოში მოიპოვეს და პოზიციები გაიმყარეს. ეს იმას ნიშნავდა, რომ საშუალო ზომის კომპანია LIQUI MOLY საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც ბაზრის სერიოზული მოთამაშე დიდი რაოდენობით მსხვილ კორპორაციებს შორის. ასევე, ლოგო რამოდენიმეჯერ შეიცვალა კომპანიის დაარსებიდან ათწლეულების განმავლობაში დღემდე.
ენთუზიაზმი - მამოძრავებელი ძალა ყველა ჩვენი აზრებისა და მოქმედებების უკან. ჩვენმა 1000-ზე მეტმა თანამშრომელმა თავისი ერთგულებითა და ვნებით, თავისი იდეებითა და შესაძლებლობებით აქცია LIQUI MOLY იმათ, რასაც ის დღეს წარმოედგენს: პრემიუმ ხარისხის საპოხი მასალების, საავტომობილო ზეთების, დანამატების, მანქანების მოვლის საშუალებების, ქიმიური სარემონტო ხელსაწყოების, ავტოსერვისის პროფესიონალური პროდუქტების გლობალურად ცნობილი მწარმოებელი. გლობალური სავაჭრო ნიშანი რომელიც უმაღლესი ხარისხის სინონიმად იქცა და აღავსებს მომხმარებელს ენთუზიაზმით. უმაღლესი ხარისხის ნედლეული, მუდმივი ხარისხის კონტროლი და უმაღლეს მახასიათებლებთან შესაბამისობა, თქვენთვის შეუდარებელი ხარისხსა და უნიკალური უპირატესობების გარანტიაა. LIQUI MOLY-ის სახით თქვენ ყიდულობთ არა მხოლოდ პროდუქტს, არამედ იღებთ მაქსიმალურ სარგებელს, რომელსაც თან ახლავს პირადი მრჩეველი, ყოვლისმომცველი და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისი. ეს არის ჩვენი მისიაა - აღვავსოთ ენთუზიაზმით.
ერთი ბრენდი - ყველა გადაწყვეტილება! ჩვენ ვართ ერთ-ერთი იმ რამდენიმე სრული ასორტიმენტის მწარმოებელი ბრენდებიდან მსოფლიოში და გთავაზობთ ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანებულ 4000-ზე მეტი დასახელების პროდუქტს! ჩვენ გთავაზობთ ძრავისა და გადაცემათა კოლოფის ზეთების, საწვავის და ზეთის დანამატების, მოვლის საშუალებების, პრობლემების გადამჭრელ ქიმიურ და ავტოსერვისის პროდუქტების მსოფლიოში ყველაზე ფართო ასორტიმენტს. პრემიუმ ხარისხი - ყოველთვის და ყველგან.
როგორც შვაბიური ( გერმანიის ერთერთი რეგიონი ) ფესვების მქონე იდეების კერა და კეთილსინდისიერი გლობალური მოთამაშე, ჩვენ მხოლოდ გერმანიაში ვიკვლევთ, ვავითარებთ და ვაწარმოებთ დღესაც. უკვე 60 წელია, რაც ჩვენ ხარისხისა და მომსახურების კუთხით სტანდარტს ვზრდით. ჩვენი გადაწყვეტილებები დიდწილად ეფუძნება ჩვენს საკუთარ რეცეპტებს, რომლებსაც მუდმივად ვამოწმებთ და ვარგებთ უახლეს ტექნიკურ განვითარებებს და გარემოებებს. ხარისხის უწყვეტი ინსპექტირება - ნედლეულის მიწოდებიდან, წარმოების დასრულებამდე და გადაზიდვამდე - უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიმშვიდეს.
LIQUI MOLY არის გერმანიის ყველაზე პოპულარული ძრავის ზეთის ბრენდი. წლების განმავლობაში, ისეთი ჯილდოები, როგორიცაა გერმანიის "ტოპ ბრენდი" ან "საუკეთესო ბრენდი", ასახავს ჩვენს შესანიშნავ რეპუტაციას როგორც ექსპერტებში, ასევე საბოლოო მომხმარებლებს შორის. გამარჯვებების ეს სერია არ არის დამთხვევა. ეს ჩვენი ყოველდღიურად, გერმანული სიზუსტით შესრულებული მოვალეობების შედეგია. სწორედ ეს ერთობა გვაძლიერებს, გვხდის განსაკუთრებულს და უზრუნველყოფს ბრენდის გლობალურ წარმატებას. სწორედ „ჩვენ“ ვქმნით ჩვენს ბრენდს!
„ადამიანობა აკავშირებს“ LIQUI MOLY-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპი. ორი სიტყვა, რომელიც გამოხატავს ჩვენს ფუნდამენტურ დამოკიდებულებას: მეგობრობა საზღვრების გარეშე და ერთმანეთზე ზრუნვა და პატივისცემა. მთელ მსოფლიოში LIQUI MOLY ერთი დიდი ოჯახშია. ყველა, მომხმარებელი, საქმიანი პარტნიორები, მომწოდებლები, კოლეგები და ნათესავები. განურჩევლად ეროვნებისა, კულტურისა თუ რელიგიისა.
„ყოველდღე, ჩვენ ენთიზიაზმით სავსე ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ თქვენი ნდობა ჩვენი ბრენდის მიმართ გამართლებულია. ჩვენი ძლიერი კორპორატიული იდენტობის წყალობით, ჩვენ ყოველთვის ვაფუძნებთ ჩვენს ქმედებებს ჩვენს ღირებულებებზე. გუნდური სულისკვეთება დგას ცენტრში: ჩვენ უზრუნველვყოფთ სამუშაოს ოპტიმალურ პირობებს და ამით ვქმნით კლიმატს შემოქმედებითობის, ინოვაციებისა და სოციალური სამართლიანობისთვის. ჩვენი ხედვით, ამბიცია და პრაგმატიზმი ერთად ყოველთვის უზრუნველყოფს წარმატებას. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ერთმანეთზე ზრუნვა ყოველთვის ინარჩუნებს წარმატებას.
„ჩვენს აზროვნებასა და მოქმედებაში არ დომინირებს სიტყვები, როგორიცაა „უნდა“ ან „შეიძლება“. ჩვენ უბრალოდ ვაკეთებთ ამას! იგივე ეხება ხარისხის მენეჯმენტისადმი ჩვენს მიდგომას. ჩვენი კომპანია სერთიფიცირებულია DIN EN ISO 9001:2015 (ხარისხი) და DIN ISO 14001 (გარემო) სტანდარტების მიხედვით.
„LIQUI MOLY არის პიონერული სულისკვეთების, უახლესი ტექნოლოგიებისა და მდგრადი ზრდის სინონიმი. რაც არ უნდა აღმაფრთოვანებელი არ უნდა იყოს ჩვენი მიდგომა მომსახურებისა და ხარისხის მიმართ, ჩვენ ძალიან ფრთხილად ვეპყრობით ენერგიას და დედამიწის სულ უფრო შემცირებულ რესურსებს. ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობას. სწორედ ამიტომ, ჩვენი წარმოების პროცესები მაქსიმალურად ეკოლოგიურად სუფთაა და ამიტომ ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ ყველა ჩვენს სისტემას და პროცესს ეკოლოგიური ასპექტების თვალსაზრისით.
LIQUI MOLY-ს ჰყავს ერთგული თაყვანისმცემლების და მომხმარებლების დიდი ბაზა. როდესაც ისეთი ცნობილი გერმანული საავტომობილო ჟურნალები როგორიცაა, "Auto Zeitung", "Motor Klassik", "Motorrad", "Auto BILD", "Auto Motor Sport" და "Motorsport Aktuell"-ის მკითხველებს და გერმანელ ავტოენთუზიასტებს სთხოვენ აიღჩიონ საუკეთესო ბრენდი საავტომობილო ზეთების და მოვლის საშუალებებს მწარმოებლებს შორის, ისინი ცალსახად ირჩევენ გერმანული საპოხი მასალების მწარმოებელს. შედეგი: LIQUI MOLY არის საუკეთესო ბრენდი საპოხი მასალების კატეგორიაში. 2023 წელს LIQUI MOLY მოიპოვა ზედიზედ მე-13 გამარჯვება ძრავის ზეთების და მოვლის საშუალებების კატეგორიებში. LIQUI MOLY - საუკეთესო ბრენდი გერმანიაში, დამზადებული გერმანიაში!