×

ბრენდის შესახებ

1986 წლიდან კომპანია Kavo უზრუნველყობს მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილების მიწოდებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს OEM ავტომობილის ნაწილების მწარმოებლებთან და მინიჭებული აქვს IATF 16949 დონის სერტიფიკატი. სათადარიგო მასალების დამზადება ხდება მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალებისაგან და გადის შესაბამის ტესტირებას. Kavo-ს გამოარჩევს მომხმარებელზე ორიენტირებულობა და მთლიანად დაკომპლექტებულია სპეციფიკური ცოდნის მქონდე გუნდით, რომელიც უზრუნველყობს პროდუქციის ფართო ასორტიმენტის ხელმისაწვდომობას გლობალურ ბაზარზე. 35 წელზე მეტი გამოცდილების მქონე კომპანიამ უკვე ადგილი დაიკავა სათადარიგო ნაწილების მწარმოებელთა რიგებში და მყარი რეპუტაცია, ხარისხიან პროდუქტზე და მომსახურების მაღალ დონეზე ააგო.

 

პროდუქცია

კომპანია ფილტრების წარმოებას 30 წელზე მეტია ახორციელებს, ბრენდი AMC Filters, ერთ-ერთი პოპულარული ფილტრია გლობალურ ბაზარზე. დაარსების დღიდან თანამშრომლობს OEM მწარმოებლებთან და მათ მუდმივად აწვდის მაღალხარისხიან პროდუქტს. კომპანია ავტომობილის ფილტრების მიმართულებით ფართო ასორტიმენტით არის წარმოდგენილი, მაგ: ძრავის ფილტრი, ძრავის ჰაერის ფილტრი, საწვავის ფილტრი და სალონის ფილტრი.

Kavo Parts არის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი სამუხრუჭე სისტემების მიმართულებით, რომელიც მოიცავს სამუხრუჭე დისკებს, სამუხრუჭე ხუნდებს, ABS სენსორებს და სხვა. ვინაიდან კომპანია მჭიდროთ თანამშრომლობს OEM მწარმოებლებთან და პროდუქციის წარმოება მიმდინარეობს OEM სპეციალისტების ჩართულობთ, ეს ნიშნავს, რომ ყველა სამუხრუჭე ნაწილი დამზადებულია და შემოწმებულია OEM სტანდარტების მიხედვით.

ლოჯისტიკა

Kavo-ს საწყობი მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში, ნიდერლანდებში. ევროპის ერთ-ერთ განვითარებულ სახელმწიფოში ყოფნა, კომპანიას საშუალებას აძლევს მუდმივად უზრუნველყოს ხარისხის კონტროლი და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნას მაღალი ხარისხის პროდუქტი, რომელიც პასუხობს ბაზრის გამოწვევებს. კომპანია 2002 წლიდან Tecdoc-ის სერტიფიცირებული მიმწოდებელია, ონლაინ პლატფორმის სრულუფლებიანი წევრობა კომპანიას საშუალებას აძლევს, რომ მუდმივად იყოს სიახლეების ეპიცენტრში და უპასუხოს ბაზრის გამოწვევებს

 

გამოიწერეთ სიახლეები