შეცვალე გადაცემათა კოლოფში ზეთი
ავტომატური გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლის პროფესიონალური მომსახურება GEAR TRONIC – ით. მარტივი, სწრაფი და რაც მთავარია უსაფრთხო.
თუ თქვენი ავტომობილის სიჩქარეების გადაცემათა კოლოფში ზეთი ჯერ არ შეგიცვლიათ, მაშინ ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია თქვენთვის. ავტომატური გადაცემა კოლოფი უზრუნველყოფს ძრავის მუდმივად იდეალურ მუშაობას მისი ოპტიმალური ეფექტურობის დიაპაზონში. სიჩქარის გადაცემის მართვის სირთულის ზრდასთან ერთად, რომელიც გამოწვეულია სიჩქარეების რაოდენობის, მაგალითად 5-დან 9-მდე გაზრდის შედეგად, ასევე იზრდება და რთულდება სიჩქარის გადაცემათა მექანიზმის მუშაობის პრინციპი და მოთხოვნები. ეს რა თქმა უნდა აისახება უზარმაზარ თერმულ და მექანიკურ დატვირთვაში გადამცემათა კოლოფის ზეთზე. ამის შედეგია დეტალების ცვეთის მაღალი კოეფიციენტი და, შესაბამისად, მომსახურების გამკაცრებული მოთხოვნები.
ავტომატური ტრანსმისიით გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა უფრო მეტად რთულია და მექანიკოსის მხრიდან, შეცდომის დაშვების უფრო მეტ რისკს წარმოადგენს, ვიდრე ძრავის ზეთის ან მექანიკური ტრანსმისიის ზეთის შეცვლა. მომსახურების გასამარტივებლად გერმანული საავტომობილო ზეთისა და დანამატების სპეციალისტებმა LIQUI MOLY GMBH შეიმუშავა მაღალტექნოლოგიური მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია გაცილებით მეტი რამ გააკეთოს, ვიდრე უბრალოდ ზეთის ჩამოსხმა და ჩამატება რიგით ავტოსერვისში.
LIQUI MOLY GEAR TRONIC– ავტოტექმომსახურების ეს აპარატი და მისთვის შექმნილი დანამატების პაკეტი, საშუალებას აძლევს პროფესიონალ მექანიკოსებს შესთავაზონ გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლის სრული მომსახურება მომხმარებელს, რომელიც მოიცავს ავტომატური გადაცემათა კოლოფის სრულად გაწმენდას, გამორეცხვას და ძველი ზეთის ახლით 100%-იან ჩანაცვლებას.
ეს იმას ნიშნავს, რომ GEAR TRONIC შეუძლია არა მხოლოდ ტრანსმისიის ზეთის შეცვლა, არამედ გადაცემათა კოლოფის საფუძვლიანი გამორეცხვა და ხახუნის და ცვეთის საწინააღმდეგო დანამატების ჩამატება.
➤ ავტომატური გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლის მომსახურების დადებითი შედეგები:
○ სიჩქარის ოპტიმიზირებული გადაცემა
○ გამორიცხავს გადაადგილებისას სიჩქარის გადართვის შეფერხებას და უხეშ, ზოგჯერ ხმაურიან ხმაურიან გადართვას.
○ საწვავის შემცირებული მოხმარება ( ხშირად 30%-თაც კი )
○ რბილი და დროული სიჩქარის გადართვა დადებითად აისახება საწვავის მოხმარებაზე.
○ მნიშვნელოვნათ ამცირებს დეტალების ხახუნს და ცვეთას ( ამცირებს დაზიანების რისკსაც )
○ გადაცემათა კოლოფის სპეციალური დანამატით გამორეცხვა, მაღალი ხარისხის და ავტომწარმოებლის მიერ დამოწმებული დაშვების მქონე ზეთი დანამატებით სპეციალურ ცვეთის საწინააღმდეგო დანამატს, უზრუნველყოფს კოლოფის მშვიდ მუშაობას და დეტალების ნაკლებ ცვეთას.
○ გაზრდილი სამუშაო რესურსი
○ მწარმოებლების უმეტესობა რეკომენდაციას უწევს გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლას ყოველი 30,000 კმ-დან მაქსიმუმ 60,000 კმ-მდე, ან 3-დან 5 წლამდე ვადით.