×
გეზ მოტორსის შოურუმის და სერვისის ახალი კონცეპტი

გეზ მოტორსის შოურუმის და სერვისის ახალი კონცეპტი

05 ნოემბერი 2022

2021 წლის 5 დეკემბერს გეზ მოტორსმა მომხმარებელს სრულიად განსხვავებული კონცეპციის მქონე ავტოსერვის ცენტრი წარუდგინა. ახალი კონცეპტი მთლიანად მომხმარებლის კომფორტზეა მორგებული. თანამედროვე დიზაინის შოურუმი, მაღალი ხარისხის მომსახურების ავტოსერვის ცენტრი - ერთიანობაში დახვეწილ და კომფორტულ სივრცეს ქმნის.

გეზ მოტორსის ახალ შოურუმს კარგად ერგება დევიზი - შექმნილია შენთვის. ჩვენი მიზანია ისეთი მომსახურების შეთავაზება, რომელიც მომხმარებელთან გრძელვადიან ურთიერთობას დაუდებს სათავეს. ამის გარანტია, ხარისხით შესრულებული სამუშაო, პროდუქციის მაღალი ხარისხი და გამორჩეულად კომფორტული გარემოა.

შოურუმში ნახავთ ჩვენი ასორტიმენტის მთელ გამას. ყოველ პროდუქტს შესაბამისი ტექნიკური აღწერილობა ახლავს, რაც გეზ მოტორსის შოურუმის ნებისმიერი სტუმრისათვის გასაგებ ენაზეა შესრულებული. საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციას შოურუმის კვალიფიციური პერსონალი გაგიწევთ და ყველაფერს გარკვევით აგიხსნით.

სანამ თქვენს ავტომობილს ავტოსერვის ცენტრში ემსახურებიან, დაღლას და მოწყენას ვერ მოასწრებთ. თქვენს განკარგულებაშია საკონსულტაციო და ორი განსხვავებული კომფორტ ზონა. კონსულტაციის მიღების შემდგომ, შეგიძლიათ მოიმზადოთ ფინჯანი ყავა, კომფორტულად განთავსდეთ და თქვენი ლეპტოპი მოიმარჯვოთ, რომლითაც დროის დაუკარგავად, სამუშაოს შეასრულებთ. ასევე, შოუ რუმში ნახავთ ერთგვარ საგამოფენო სივრცეს, თავისი ინტერაქტიური სტენდებით, რომლებზეც შეხვდებით ძრავის ცალკეულ დეტალებს და მათთან დაკავშირებულ პროდუქტებს. აღსანიშნავია რომ, სტენდებზე წარმოდგენილია ავტოქიმიის და ავტოკოსმეტიკის სინჯები ადგილზე გამოსაყენებლად და სწრაფი ეფექტის საჩვენებლად. საჭიროებისამებრ, კვალიფიციური ტექნიკური კონსულტანტი ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გაგცემთ.

გამორჩეული შოურუმის გარდა, ადგილზე გთავაზობთ მაღალი ხარისხის ავტოტექმომსახურებას. მომსახურების მაღალ სტანდარტს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და ავტოსერვისის კვალიფიციური პერსონალით. ძრავის ზეთის და სხვა საავტომობილო საცხებ-საპოხი მასალების შეცვლის გარდა ჩვენ გთავაზობთ:

○ LIQUI MOLY JET CLEAN TRONIC II  - საწვავის მიწოდების სისტემის, შიდა წვის კამერის და ძრავში ჰაერის შემშვები სისტემის ეფექტურ წმენდას, ძრავის დეტალების მოუხსნელად, რაც დღეის მდგომარეობით უნიკალური სერვისია საქართველოში. 

○ LIQUI MOLY GEAR TRONIC III - ავტომატური გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლას,    ულტრათანამედროვე აპარატის გამოყენებით.

○ DPF-ის (დიზელის ძრავის ჭვარტლის ნაწილაკების ფილტრი) საწმენდი აპარატით დიზელის ძრავის, ჭვარტლის ნაწილაკების ფილტრის პროფესიონალურ წმენდას. 

○ KLIMA ANLAGEN REINIGER - ნებისმიერი კატეგორიის ავტომობილის კონდიცირების სისტემის წმენდის სერვისს.

ამ აპარატების და მომსახურების ანალოგი საქართველოში, ან არ არსებობს ან ტექნოლოგიურად ჩამორჩება ჩვენს მიერ წარმოდგენილ ტექნოლოგიებს.

ჩვენი შოურუმის და ავტოსერვის ცენტრის კონცეპტი უკვე ერთი წლისაა. კონცეპტმა გაამართლა და მისმა წარმატებამ საფუძველი ჩაუყარა ამავე ფორმატში კიდევ ერთი, დიდუბის ახალი ფილიალის გახსნას. დიდუბის ფილიალის გახსნა, 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში იგეგმება. 2023 წელს კი გაიხსნება ყველაზე დიდი სათაო ოფისი კახეთის გზატკეცილზე. რომლის საერთო ფართობიც 8500 მ2-მდე იქნება. შესაბამისად, გეზ მოტორსი მზად იქნება არსებული კონცეპტის გათვალისწინებით კიდევ უფრო დახვეწილი დიზაინი, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და მეტი მომსახურება შესთავაზოს მომხმარებელს.


გამოიწერეთ სიახლეები