
ავტომექანიკა 2022 - ოფიციალურად გაიხსნა
გერმანიაში. ქ.ფრანკფურტში თანამედროვე ტექნოლოგიების, ავტოინდუსტრიის სიახლეების შესახებ საერთაშორისო გამოფენა Automechanika 2022 დაიწყო. 70 ქვეყნის, სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები 3 დღის განმავლობაში, ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ პრეზენტაციას გამართავენ B2B ფორმატში. საერთაშორისო გამოფენაში ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას.
➤ ავტომექანიკა 2022 მოიცავს ავტოინდუსტრიის თითქმის ყველა მიმართულებას, როგორიცაა:
○ დიაგნოსტიკა და ელექტრო მოწყობილობები
○ ავტონაწილები
○ თანამედროვე დანადგარები
○ მაღალტექნოლოგიური სარეცხი დანადგარები
○ სერვის გარემოს ოპტიმიზაციისათვის განკუთვნილი ტექნოლოგიები
○ სამღებრო დანადგარები
○ საბურავები და საცხებ-საპოხი მასალები
○ აქსესუარები და სხვა.
ავტომექანიკა 2022, 13 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.