Porsche-ს 75 წლის იუბილემ მოლოდინს გადააჭარბა
პორტუგალიის ერთ-ერთ პატარა ქალაქში კასკაიში, უნიკალური ღონისძიების მომსწრენი გავხდით. ღონისძიების ფარგლებში პორშეს 75 წლის იუბილე აღინიშნა, რომლის პარტნიორობის პატივი LIQUI MOLY-საც ერგო. პორშეს ასობით გულშემატკივარი ეწვია ღონისძიებას, ზოგი მონაწილის სტატუსტით, ზოგიც კი როგორც დამთვალიერებელი. LIQUI MOLY Power Stage -ი, ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი წერტილი იყო. სადაც პორშეს გულშემატკივრები LIQUI MOLY-ისა და Porsche-ს პარტნიორობის შესახებ მეტ ინფორმაციას იღებდნენ, გულშემატკივრების დადებითი ემოციებზე ზრუნვისათვის კი, მადლობა გვინდა გადავუხადოთ პედრო სალვადორს, Porsche 911 GT3-ით შესრულებული დაუვიწყარი სანახაობისთვის.
''ეს იყო დაუვიწყარი მოვლენა და ერთ-ერთი უდიდესი ემოცია, რომელიც კი ცხოვრებაში გამომიცდია'' - დღის ბოლოს ღონისძიების შეჯამებას, LIQUI MOLY Iberia-ს აღმასრულებელი დირექტორი მათიას ბლეიხერი ამ სიტყვებით იწყებს და უდიდესი ემოციებით გვიყვება, დღის განმავლობაში მომხდარი დაუვიწყარი სანახაობის ფრაგმენტებს '' შთამბეჭდავი იყო 400-ზე მეტი პორშეს ხილვა ერთად, ემოციურად კიდევ უფრო დავიტვირთეთ როდესაც გულშემატკივრების უდიდესი ნაწილი დასთანხმდა ჩვენს მოპატიჟებას LIQUI MOLY-ის განსაკუთრებულ სივრცეში, სადაც პატივი მხვდა წილათ, რომ მომეყოლა ამაღელვებელი ისტორია LIQUI MOLY-ს და Porsche-ს პარტნიორობის და შესანიშნავი ურთიერთობის შესახებ''
''ორი გერმანული ბრენდის, როგორიცაა LIQUI MOLY-ი და Porsche-ს ერთად ხილვა ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე არის ისტორიული ეტაპი ბრენდის განვითარებაში. ჩვენ ვიზიარებთ Porsche-ს ბევრ ფასეულობას, როგორიცაა მუდმივი სწრაფვა სრულყოფილებისა და ხარისხისაკენ. აღნიშნავს მათიას ბლეიხერი.
პორშეს 75 წლის იუბილემ პორტუგალიაში, რომელიც Cascais Marina-ზე ჩატარდა, დიდი გავლენა მოახდინა LIQUI MOLY-ზე, არა მხოლოდ ვიზიტორთა და ავტომობილების მოყვარულთა რაოდენობაზე, არამედ მედიის მიერ უნიკალური ღონისძიების გაშუქებაზეც. ვთვლით, რომ ამ ღონისძიების ფარგლებში LIQUI MOLY-ს კიდევ ერთი წარმატების ისტორია დაიწერა პორტუგალიაში.