×
MotoGP-ი და LIQUI MOLY-ი

MotoGP-ი და LIQUI MOLY-ი

21 ივნისი 2023

MotoGP მსოფლიოში მოტო-რბოლის ყველაზე წარმატებული სერიაა. ყოველწლიურად, სარბოლო შეჯიბრი 200-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცემა და ყოველ სეზონზე მათ თითქმის 280 მილიონი ადამიანი უყურებს. საშუალოდ, რბოლებს 100 000-ზე მეტი მაყურებელი ესწრება. რა თქმა უნდა, გერმანიის ზეთების მწარმოებელი ყველაზე პოპულარული ბრენდი LIQUI MOLY-ი, ამ ყველაფრის ნაწილია. 

LIQUI MOLY-ს ლოგო, თითქმის ყველა სარბოლო ტრეკებზე, ასევე ინტერნეტსა და ტელევიზიაში ჩანს და მთელს მსოფლიოშია წარმოდგენილი. გარდა ამისა, LIQUI MOLY-ის შოუს სატვირთო მანქანა, გულშემატკივრებს რამდენიმე ევროპულ რბოლაზე, ტრასაზე ელოდება. 2021 წლიდან, მოტოციკლებში LIQUI MOLY-ს გერმანიის დიდი პრიზი, რომელიც ლეგენდარულ ზაქსენრინგზე ტარდება, ყოველწლიურად სარბოლო კალენდრის ნაწილია.

➤ MotoGP-ს სარბოლო სერიებს, LIQUI MOLY-ისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს:

LIQUI MOLY-ის ჩართულობის წყალობით, ბრენდის ყველა პროდუქტი, შეიძლება უმძიმეს პირობებში გამოიცადოს და მუდმივად განვითარდეს ყოველდღიური გამოყენებისთვის. ეს საუკეთესო ტესტირება, ხარისხის უმაღლესი დონის მიღწევისათვის.

➤ Moto2 და Moto3-ისათვის ძრავის ზეთის ოფიციალური მიმწოდებელი

2015 წლიდან LIQUI MOLY Moto2 და Moto3 სერიებისთვის, საპოხი მასალების ექსკლუზიური მიმწოდებელია. ამ კლასების ყველა გუნდი, ჩვენს MOTORBIKE 4T SYNTH 5W-40 RACE-ს იყენებს. პროდუქტი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას არა მხოლოდ რბოლის დროს, არამედ ჩვენს კლიენტებთანაც.
ეს არის სრულად სინთეზური, მაღალი წარმადობის ძრავის ზეთი, რომელიც ყველა სამუშაო პირობებში, ძრავის მაქსიმალურ წარმადობას და დაცვას უზრუნველყოფს. ოპტიმალური შეზეთვა, ძრავის გამორჩეული სისუფთავე, შესანიშნავი ხახუნი და მინიმალური ცვეთა, ისეთივე ბუნებრივი თვისებებია, როგორც გადაბმულობის რბილი ჩართვა და გამორთვა და გადაცემების გადართვა. ეს მართვით სიამოვნების მიღებას უზრუნველყოფს!

Motorbike 4T Synth 5W-40 Race Moto2-ს და Moto3-ს ყველა გუნდისთვის იმის საფუძველია, რომ მათ ძლიერ სარბოლო მახასიათებლებს მიაღწიონ.

○ შემოწმებულია კატალიზატორთან გამოყენებაზე
○ დაძველებისადმი ოპტიმალური მედეგობა
○ ოპტიმალური შეზეთვა ნებისმიერ საექსპლუატაციო პირობებში
○ ცვეთისადმი შესანიშნავი მედეგობა
○ განსაკუთრებით მიესადაგება „სველ“ გადაბმულობას
○ ძრავის შესანიშნავი სისუფთავე

 

➤ LIQUI MOLY Husqvarna Intact GP-Team-ის მთავარი სპონსორი

„რაღაც განსაკუთრებულია, როდესაც ბრენდები გუნდთან ერთად, ასე ხანგრძლივად მუშაობენ. რა თქმა უნდა, ამ ფორმით, ასე ხშირად არ ხდება, მაგრამ ეს შემთხვევითი არ არის. LIQUI MOLY მრავალი წლის განმავლობაში, ამ გუნდის სახელია. ასე რომ, ჩვენ მასში ღრმად გავიდგით ფესვი. ყველასთვის ასეა, თუნდაც ახლა, როცა გუნდს Husqvarna შეუერთდა, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი. ათი წლის შემდეგ, ახალი Moto3 გუნდი არის დიდი ოჯახის კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც შესანიშნავად ჯდება სტრუქტურაში და გზას უხსნის მომდევნო ათწლეულს. ეს ასევე ბევრ რამეს აერთიანებს, რადგან ეს არ არის მხოლოდ რბოლა. ეს არის თანამშრომლობა, ურთიერთ პატივისცემა. გუნდის ინვესტიციის უკუგება ჩვენთვის, როგორც სპონსორისთვის, ყოველთვის იყო გარანტირებული და როდესაც პირადი ურთიერთობაც სწორია და სპორტი განსაცვიფრებელია, მაშინ ყველა მონაწილესთვის იდეალური სიტუაცია იქმნება. კიდევ უფრო მოხარულნი ვართ, რომ როგორც ბრენდი LIQUI MOLY, ამ გუნდის ნაწილად, მინიმუმ 2027 წლამდე დავრჩებით".

Peter Baumann
არკეტინგის დირექტორი LIQUI MOLY


გამოიწერეთ სიახლეები