×
LIQUI MOLY - ხელბურთში, მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატის სპონსორია

LIQUI MOLY - ხელბურთში, მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატის სპონსორია

04 თებერვალი 2023

ტურნირში მონაწილეობა, რომელიც 2023 წელს, პოლონეთსა და შვედეთში გაიმართა, მიზნად ნავთობის მწარმოებელი ბრენდის ცნობადობის გაზრდას ისახავდა.

საერთაშორისო ხელბურთი LIQUI MOLY-ს სარეკლამო აქტივობების ნაწილად რჩება. საცხებ-საპოხი მასალების გერმანელი სპეციალისტი, IHF-ის მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური სპონსორია. შეჯიბრი პოლონეთსა და შვედეთში 2023 წელს, იანვრის მეორე ნახევარში გაიმართა. „ სპორტის ამ სახეობას ჰყავს თავისი მხარდამჭერები მთელ მსოფლიოში. მსოფლიო ჩემპიონატი იზიდავს გულშემატკივრებს ყველგან, მათი ტელევიზორებისა და ეკრანების წინ. სწორედ ამიტომ, ჩვენ მასში მონაწილეობა 2023 წელსაც მივიღეთ“, - ამბობს LIQUI MOLY-ის მმართველი დირექტორი გიუნტერ ჰირმაიერი.

ორ წინა ტურნირზე ეგვიპტეში, ასევე გერმანიასა და დანიაში, ლურჯ-წითელი ლოგო თითქმის ყველგან იყო სტადიონებზე, თითქმის 200 მატჩის განმავლობაში. ასე იყო პოლონეთსა და შვედეთშიც. LIQUI MOLY-ს მიზანი მკაფიოდ არის განსაზღვრული: „ჩვენ ვაახლოებთ ჩვენს ბრენდს ასობით ათას მაყურებელთან და ასევე მილიონობით სპორტის მოყვარულთან ეკრანზე“, - ამბობს გიუნტერ ჰირმაიერი.

LIQUI MOLY ტრადიციულად, ფართოდაა წარმოდგენილი მოტორსპორტში. ამჟამად მონაწილეობს მოტოციკლების მსოფლიო ჩემპიონატ MotoGP-ში, ასევე ფორმულა 1-ში. „ზამთარში ძრავები ისვენებს. და იმის გამო, რომ ჩვენ სპორტის გულშემატკივრების ყურადღების მიქცევა, მოტორბოლების მიღმაც გვინდა და გვსურს, რომ ჩვენი ბრენდი, უფრო ცნობადი იყოს, ყურადღებას სხვა სახეობებსაც ვაქცევთ, როგორიცაა ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატი“, - ამბობს LIQUI MOLY-ის მმართველი დირექტორი. ის დასძენს, რომ სრულიად კმაყოფილი იყო 2019 და 2021 წლების შედეგებით და ამიტომაც განეწყო მომავალი სატიტულო მატჩებისთვის. „როგორც ბრენდი, რომლის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია 150 ქვეყანაში, მსოფლიო ჩემპიონატის საერთაშორისოობა და მასთან დაკავშირებული გლობალური მედიის ყოფნა, გადამწყვეტი კრიტერიუმია“, - ხაზს უსვამს გიუნტერ ჰირმაიერი. სტრატეგია მარტივია: ბრენდის მეტი ცნობადობა, მეტ გაყიდვებს განაპირობებს.

მსოფლიო ჩემპიონატი 11 იანვარს, კატოვიცეში დაიწყო. ფინალი სტოკჰოლმში, 29 იანვარს გაიმართა. „მოედნზე მოქმედება კარგად ასახავს იმას, თუ როგორ ვმუშაობთ, როგორც კომპანია: სისწრაფე, გუნდური თამაში და ურყევი ნება, ვიყოთ წინა ხაზზე“, - ამბობს გიუნტერ ჰიერმაიერი.

 

 

 


გამოიწერეთ სიახლეები