LIQUI MOLY USA, SEMA და AAPEX-ისთვის ემზადება
LIQUI MOLY USA – პრემიუმ ბრენდი ავტოქიმიკატებისა და საავტომობილო საცხებ-საპოხი მასალების წარმოებაში, მოხარულია გაცნობოთ, რომ LIQUI MOLY-ი მონაწილეობას იღებს, წლის ორ ყველაზე მნიშვნელოვან საავტომობილო ღონისძიებაში: SEMA შოუ და AAPEX. წელს ბრენდი შოუებზე არა ერთი, არამედ სამი ბოქსით იქნება წარმოდგენილი და მომხმარებლისათვის ძალიან დიდ სურპრიზებს ამზადებს. SEMA შოუ, რომელიც გაიმართება ლას-ვეგასის ცენტრში 31 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით და Automotive Aftermarket Products Expo (AAPEX), რომელიც ასევე ლას-ვეგასში გაიმართება Sands Expo-ზე 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით. LIQUI MOLY USA-ი საოცარ ღონისძიებას გვპირდება და სჯერა, რომ აუცილებლად გააერთიანებს ბრენდის გარშემო საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერებს, ენთუზიასტებს და ავტომოყვარულებს მთელი მსოფლიოს გარშემო.
LIQUI MOLY USA-ს ყოფნა ამ ღონისძიებებზე, აჩვენებს კომპანიის ერთგულებას ინოვაციების, ხარისხისა და სრულყოფილებისადმი სწრაფვას საავტომობილო ინდუსტრიაში. ორი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბოქსით, SEMA-ში და ერთი AAPEX-ში, LIQUI MOLY USA-ს ექნება საკმარისი სივრცე თავისი პროდუქციის ფართო ასორტიმენტის წარმოსაჩენად, პრაქტიკული დემონსტრირებისა და ინდუსტრიის ექსპერტებთან და ენთუზიასტებთან დასაკავშირებლად.
LIQUI MOLY USA-ს ბოქსები SEMA-ში წარმოდგენილი იქნება საავტომობილო პროდუქტების ფართო არჩევანი, მათ შორის საავტომობილო ზეთები, დანამატები და მანქანის მოვლის საშუალებები, რომლებიც შექმნილია ავტომობილის მუშაობის, დაცვისა და ავტომობილის ძრავის სამუშაო რესურსის ხანგრძლივობის გასაუმჯობესებლად. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ გაესაუბრონ LIQUI MOLY ექსპერტებს, მიიღონ ინფორმაცია ბრენდის უახლესი პროდუქციის შესახებ, მიიღონ რჩევები ავტომობილის მოვლასა და ავტომობილისათვის ტექნიკური მომსახურების სწორად გაწევის მიმართულებით.
‘’მოხარულები ვართ, რომ წელს ისევ SEMA-სა და AAPEX-ის ნაწილი ვიქნებით და ის ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს ორი სივრცე SEMA-ში, საშუალებას მოგვცემს დავუკავშირდეთ ჩვენს ძვირფას მომხმარებელს და ინდუსტრიის პარტნიორებს, მივაწოდოთ მათ საინტერესო ინფორმაცია და მეტად ვიყოთ პროცესებში ჩართული ‘’
‘’ჩვენი ყოფნა ამ ღონისძიებაზე, გვიჩენს პასუხისმგებლობის დიდ გრძნობას და ვალდებულებას ჩვენი მომხმარებლების მიმართ, რომ მივაწოდოთ მათ მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც საშუალებას მისცემს, რომ გააუმჯობესონ ავტომობილების ტექნიკური მოვლა. ჩვენ მოუთმენლად ველით, ჩვენი გამოცდილების გაზიარებას და კომპანიის უახლესი ინოვაციების ჩვენებას’’ - ევა ტრანი, მარკეტინგის და ოპერაციების დირექტორი