
გეზ მოტორსი საქართველოში MEGUIN-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია
გამოსცადე ნამდვილი გერმანული ხარისხი
როდესაც საქმე ავტომობილებს ეხება, გერმანული ავტოინდუსტრია ყოველთვის გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური ინჟინერიით, დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით და წარმოების მაღალი სიზუსტით. გაიცანით ბრენდი, რომელიც უკვე თითქმის ორი საუკუნეა გერმანიაში იწარმოება.
ყველაზე ძველი, საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებელი ბრენდი MEGUIN – 1847 წლიდან დღემდე იწარმოება მხოლოდ გერმანიაში. ეს არის ნამდვილი გერმანული ხარისხი და უზარმაზარი გამოცდილება, ბრენდი რომლის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში გეზ მოტორსი გახდა.
MEGUIN და გეზ მოტორსი გთავაზობთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტს. რაც მოიცავს ძრავის, ავტომატური და მექანიკური გადაცემათა კოლოფის ზეთებს, მძიმე ტექნიკის და ინდუსტრიულ ზეთებს, ავტოქიმიას და საცხებ-საპოხ მასალებს. რაც მთავარია, MEGUIN-ის პროდუქციის შეძენას ბაზარზე, არსებულ სხვა ბრენდებთან შედარებით, ხელმისაწვდომ ფასად შეძლებ.