×
Betamotor და LIQUI MOLY-ის 10 წლიანი ისტორია

Betamotor და LIQUI MOLY-ის 10 წლიანი ისტორია

07 ნოემბერი 2024

იტალიელი მოტოციკლეტების მწარმოებელი და გერმანული LIQUI MOLY-ი კვლავ განაგრძობენ თანამშრომლობას

10 წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ, დასასრულის ნიშანი არ ჩანს: 2014 წლიდან ყველა Betamotor-ის მოტოციკლეტი LIQUI MOLY-ს ძრავის ზეთით არის უზრუნველყოფილი და ასე გაგრძელდება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. მილანში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოტოციკლეტების გამოფენაზე - EICMA-ზე, ორივე კომპანიამ გამოაცხადა, რომ ისინი გააგრძელებენ თანამშრომლობას მინიმუმ 2029 წლამდე.

“ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ Betamotor-ი გვენდობა,” ამბობს LIQUI MOLY-ს გენერალური დირექტორი და ექსპორტის დირექტორი, სალვატორე კონილიო. Betamotor-ი ისტორიული მოტოციკლეტების მწარმოებელია, რომელიც სპეციალიზირებულია ენდუროში, მოტოკროსსა და ტრაილში, 120 წლიანი გამოცდილებით. მისი წარმოება ასევე მოიცავს მოპედებს, ALP-ის ტიპის მოტოციკლებს და ელექტრო მინიბაიკებს. OEM-ის შევსების გარდა, LIQUI MOLY ასევე მხარს უჭერს Betamotor-ის ფაბრიკულ გუნდებს MXGP, EnduroGP და TrialGP ჩემპიონატებში, ასევე Beta-ს ერთბრენდიან ტურნირებსა და ღონისძიებებს, როგორც სპონსორი და ლუბრიკანტების ოფიციალური პარტნიორი მსოფლიოში.

Betamotor და LIQUI MOLY-ის 10 წლიანი თანამშრომლობის ისტორია, რომელიც ისევ გრძელდება

„ჩვენი მოტოციკლები მძიმე დატვირთვას განიცდიან. ეს განსაკუთრებულ მოთხოვნებს უწევს ძრავის ზეთს, რომელიც აუცილებელია ძრავის წარმადობისა და ხანგრძლივობისთვის“, ამბობს Betamotor-ის გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი სტეფანო სოლდანი. „LIQUI MOLY-სთან ჩვენ არ ვაკეთებთ კომპრომისს, არამედ მუდმივად ვეყრდნობით გერმანულ ხარისხს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს მომხმარებლებს მომავალშიც ეს სარგებელი ექნებათ. LIQUI MOLY არა მხოლოდ სხვადასხვა ტიპის მოტოციკლეტების ძრავის ზეთებს სთავაზობს, არამედ აქვს პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, რომელიც მოიცავს გადაცემათა კოლოფის ზეთებს, დანამატებს, სერვისის სპრეიებს, ასევე წმენდისა და მოვლის საშუალებებს, მუხრუჭის სითხეებსა და ჯაჭვის ლუბრიკანტებს და სხვას. სულ დაახლოებით 100-მდე პროდუქტი არსებობს კონკრეტულად მოტოციკლებისთვის.

“ჩვენი მოტოციკლების ბიზნესი იზრდება, რაც გვარწმუნებს, რომ მოტოციკლეტისტები მთელს მსოფლიოში აფასებენ ჩვენს ხარისხს”, აღნიშნავს LIQUI MOLY-ს ორბორბლიანი სექტორის ბიზნესის განვითარების მენეჯერი მარკუს კასტნერი.

“ჩვენი გრძელვადიანი თანამშრომლობა Betamotor-თან ხაზს უსვამს ჩვენს ექსპერტიზას ოფროუდ სექტორში. როგორც გზაზე, ისე გზის მიღმა, ყველა მრბოლელს შეუძლია დაეყრდნოს ჩვენს სპეციალურად მორგებულ პროდუქტებს – როგორც კერძო ენთუზიასტები, ასევე პროფესიონალები სარბენ ტრეკზე.”


გამოიწერეთ სიახლეები