რეცხავს და ასუფთავებს ძრავს. მაღალეფექტური მწმენდავი დანამატი აშორებს ჭუჭყს და ნადებს. დანამტის გამოყენება სრულიად უსაფრთხოა, ძველ ზეთში შერევის შემდგომ, დაქოქილ მდგომარეობაში დანამატი ცირკულირებს მთელს ძრავის სისტემაში, სადაც მოძრაობს ძრავის ზეთი, აშორებს ნადებს და ჭუჭყს, მაქსიმალურად წმენდს ძრავს და ჩამოედინება ძველ ზეთთან ერთად. ნადებებისა და დამაბინძურებლებისგან გათავისუფლებულ ძრავებს, ახალი ზეთის ჩასხმის შემდეგ, შეუძლიათ სრული წარმადობით მუშაობა.
განკუთვნილია ბენზინისა და დიზელის ძრავების ზეთის სისტემების გასაწმენდად და გამოსარეცხად. გამოყენება დამოკიდებულია ზეთის სისტემის დაბინძურების ხარისხზე. უსაფრთხოა გამოსაყენებლად ავტომობილებში, რომლებსაც აქვთ ზეთში მომუშავე დაკბილული ღვედი. არ არის განკუთვნილი სველი გადაბმულობის მქონე მოტოციკლებში გამოსაყენებლად.
გამოყენების წესი: 250 მლ საკმარისია 4 ლიტრამდე ზეთისთვის. ზეთის შეცვლამდე, დაამატეთ სამუშაო ტემპერატურაზე მყოფ ძრავის ზეთს. დამატების შემდეგ, ამუშავეთ ძრავი უქმ სვლაზე 10–15 წუთის განმავლობაში. შემდეგ შეცვალეთ ზეთი და ფილტრი.