გამოიყენება როგორც ავტოსერვისებში ავტომობილების, სამშენებლო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და მოტოციკლეტების რემონტის დროს, ასევე მრეწველობაში. პასტა აცილებს მიწებებულ შუასადებებს, ანაერობული და სილიკონის ჰერმეტიკის ნარჩენებს, ნამწვისა და წებოს კვალს. ამსუბუქებს სარემონტო სამუშაოებს, თავიდან აცილებს დეტალების დაზიანებას მათი მექანიკური ხელსაწყოებით გაწმენდის დროს.
DICHTUNGS-ENTFERNER არის აქტიური ნივთიერებათა კომბინაცია, რომელიც არბილებს შუასადების მასალებს და შლის წებოებისა და ნამწვის სტრუქტურას. გამოიყენება მრეწველობასა და ავტოსერვისებში სარქველის ხუფის, ცილინდრთა ბლოკის თავის, მილტუჩის შემჭიდროებების, კარტერის ქვეშის, წყლის პომპისა და სხვა შემჭიდროებებისათვის.
- აცილებს შემჭიდროებების დაკოკსირებულ ნარჩენებს
- აცილებს გამაგრებულ და მიწებებულ შემჭიდროებლებს, წებოსა და ჰერმეტიკს
- მოქმედებს სწრაფად
- კარგად ჩერდება ვერტიკალურ ზედაპირებზე
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ შეფუთვა. დაამუშავეთ ზედაპირი 20-30 სმ მანძილიდან და გააჩერეთ 5-10 წუთის განმავლობაში.
ყურადღება: მოარიდეთ სითხე კანს და პლასტმასის ნაწილებს, შეინახეთ უსაფრთხო ადგილას.