×
ფასდაკლება ძრავის ზეთებზე

ფასდაკლება ძრავის ზეთებზე

21 დეკემბერი 2022
ისარგებლე საახალწლო შეთავაზებით ძრავის ზეთის შეცვლაზე

○ ძრავის ზეთის შეცვლა - 10%
○ ძრავის ზეთის შეცვლა + გამორეცხვა - 15% 
○ ძრავის ზეთის შეცვლა + გამორეცხვა + CERA TEC ან OiL Additive - 20%

 

შეცვალე ძრავის ზეთი დროულად და დაიცავი ძრავი დაზიანებისაგან !

გამოიყენეთ ჩვენი პროფესიონალური ზეთის სერვისი და რეკომენდაციები, რათა სათანადოდ მოვუაროთ ავტომობილის ძრავს ცივ ამინდში. პირველ რიგში გირჩევთ, შეამოწმოთ თქვენი ძრავის ზეთი - გაითვალისწინოთ ავტომობილის მწარმოებლის მიერ მითითებული რეკომენდაციები.

რა ხდება როდესაც ვაგვიანებთ ძრავის ზეთის შეცვლას, განსაკუთრებით ზამთარში? - ზეთში შეიძლება დაგროვდეს საწვავი, ან კონდენსატი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სიცივეში ხშირად გიწევთ დაძვრა. თუ ავტომობილი ძირითადად მოკლე მანძილებზე მოძრაობს, ძრავის ტემპერატურა ვერასდროს ადის ოპტიმალურ მაჩვენებლამდე და ამიტომ, ზეთში არსებული წყალი და საწვავი, სრულად აორთქლებას ვერ ასწრებს. ამიტომ, დროთა განმავლობაში, ძრავის ზეთს სულ უფრო მეტი წყალი და საწვავი შეერევა, რაც ზეთის ნაადრევ დაძველებას იწვევს და მის შემზეთ თვისებებს მნიშვნელოვნად აქვეითებს და თუ გარე ტემპერატურა ნულზე დაბლა ჩამოდის, მაშინ წარმოიქმნება ძრავის ყინვით დაზიანების რისკი. ზეთის შეცვლის პროფესიონალური მომსახურება, ძვირადღირებულ რემონტს თავიდან აგაცილებთ!

თუ უკვე გადაწყვიტეთ ძრავის ზეთის შეცვლა, გირჩევთ რომ თავდაპირველად, მოაშოროთ ძველი ზეთის ნადები ძრავიდან და მას შემდეგ ჩაასხათ ახალი ზეთი - რატომ? LIQUI MOLY-ის ძრავის გამოსარეცხი საშუალებით, ჩვენ ვშლით შლამს და ძრავში არსებულ ყველა ნარჩენს და ამ ყველაფერს, გამოყენებულ ზეთთან ერთად ჩამოვცლით. მხოლოდ ამის შემდეგ შეიცვლება ზეთი და ფილტრი. ამგვარად, ახალი ზეთი გასუფთავებულ ძრავში ჩაისხმება და თავისი მახასიათებლების შესაბამისად იმუშავებს.  


გამოიწერეთ სიახლეები