ისარგებლე ,,გეზ მოტორს“-ისა და ,,ბენეფიტს“-ის ერთობლივი შეთავაზებით. დააზღვიე ავტომობილი სადაზღვევო კომპანია ,,ბენეფიტს“-ში და მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები, საჩუქრები და ფასდაკლებები ,,გეზ მოტორს“-ში.
მაღალი სტანდარტების და ინოვაციური ტექნოლოგიების მქონე ავტო-სერვის ცენტრი
შეცვალე ძრავის ზეთი, LIQUI MOLY, MEGUIN და S-OIL-ის ექსკლუზიურ წარმომადგენელთან საქართველოში. პროდუქციის შერჩევა თქვენი ავტომობილისთვის ხდება ოფიციალური კატალოგის მიხედვით, ავტომობილის მწარმოებლის დაშვებისა და თავსებადობის სრული გათვალისწინებით. ძრავის ზეთის გარდა, გთავაზობთ MANN, KAVO PARTS, Hengst, Filtron-ის უმაღლესი ხარისხის, ძრავის, ჰაერის და სალონის ფილტრებს.
გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლისთვის გთავაზობთ გერმანული LIQUI MOLY-ისა და MEGUIN-ის ზეთებს. ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ უნიკალური გერმანული აპარატის -LIQUI MOLY GEAR TRONIC III-ის სერვისით, რომელიც სრულად, 100%-ით ცვლის ზეთს გადაცემათა კოლოფში და, რაც მთავარია, სრულიად უსაფრთხოდ და ავტომატურ რეჟიმში მუშაობს. აღნიშნული აპარატის ანალოგი საქართველოში არ არსებობს და ის მხოლოდ „გეზ მოტორსშია“ ხელმისაწვდომი
გეზ მოტორსში შეგიძლიათ ისარგებლოთ, სამუხრუჭე ხუნდის და სამუხრუჭე დისკის შეცვლის სერვისით. ფილიალში დაგხვდებათ ისეთი ბრენდები, როგორიცაა: ATE, TRW, KAVO, TEXTAR, BREMBO და HI-Q
სამუხრუჭე სითხის შეცვლა შეგიძლიათ უნიკალური, გერმანული აპარატით LIQUI MOLY Brake Fluid Tronic-ის დახმარებით, რომლიც არის პროფესიონალური მოწყობილობა, სპეციალურად შექმნილი მუხრუჭის სითხის შესაცვლელად და ჰიდრავლიკური სისტემების დასაჰაერებლად. გამორიცხავს დაზიანებას და უზრუნველყობს სწრაფ და საიმედო შეცვლას
გეზ მოტორსში შეგიძლიათ შეიძინოთ კორეული ბრენდის KUMHO TIRE-ის პრემიუმ ხარისხის, მსუბუქი ავტომობილის საბურავები, ადგილზე ისარგებლოთ შეცვლის და საბურავის ბალანსირების სერვისით. KUMHO TIRE-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი არის გეზ მოტორსი, ბრენდი 1960 წლიდან ქმნის მაღალი ხარისხის და პრემიუმ კატეგორიის საბურავებს, წარმოდგენილია მსოფლიოს 180 ქვეყანაში.
გთავაზობთ თვლების ნახარის (ე.წ. „რაზვალის“) გასწორების პროფესიონალურ სერვისს, გერმანული ბრენდის Hofmann-ის 3D აპარატის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყობს 100%-იან შედეგს. პროცესი ხორციელდება პროფესიონალი თანამშრომლის მიერ და აპარატის პროგრამული უზრუნველყოფის დახმარები, რომელიც მოიცავს მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა ავტომობილის ბრენდის ქარხნულ მონაცემებს, რომლებიც რეგულარულად ახლდება
თუ თქვენს ავტომობილს გაეზარდა საწვავის ხარჯი, მოემატა გამონაბოლქვი და შეუმცირდა სიმძლავრე, ეს საწვავის სისტემის დაბინძურების ნიშანია. ჩვენ გთავაზობთ საწვავის სისტემის უსაფრთხო და მაქსიმალურად ეფექტურ წმენდას ძრავის დაუშლელად, LIQUI MOLY-ის თანამედროვე გერმანული აპარატით - JetClean Tronic III-ის დახმარებით. სერვისის შედეგად სრულად შორდება მავნე ნადები, უმჯობესდება ძრავის მუშაობა და საწვავის დანახარჯი მცირდება 10%-მდე.
კონდიციონერის სისტემის დაბინძურება, სალონში უსიამოვნო სუნსა და საშიშ ბაქტერიებს აჩენს, რაც ალერგიის გამომწვევია. გთავაზობთ სისტემის პროფესიონალურ წმენდას LIQUI MOLY-ის კონდიცირების წმენდის აპარატით. სერვისი სრულად აქრობს მტვერს, ჭუჭყსა და უსიამოვნო სუნს, აუმჯობესებს სალონის მიკროკლიმატს და თქვენს მგზავრობას ბევრად ჯანსაღსა და კომფორტულს ხდის.