Diesel System Problems - დიზელის სისტემის პრობლემები

ერთ-ერთი ისტორიული ფაქტი და მაგალითი.


Euro4-ის შემოსვლისთანავე ევროპული სტანდარტების მიხედვით დიზელში გოგირდის შემცირების აუცილებლობა გაჩნდა. ხოლო გოგირდს ზოგადად კარგი საპოხი თვისებები ახასიათებს. გამოსავალი იყო საწვავის სისტემის ტექნოლოგიურად ახალ სტანდარტებზე მორგება და ევროპაში დიზელის ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება სპეციალური დანამატების მეშვეობით.

გამოსვლის პოვნამდე, რამდენიმე მსხვილმა მსოფლიო ავტო მწარმოებლებმა, როგორებიც არიან "Land Rover & Jaguar" და "KIA", დანერგეს მეთოდი, რომელიც რეკომენდაციას უწევდა და საგარანტიო პირობების განმავლობაში, პერიოდულად თვითონ ამარაგებდა ავტომობილის ავზს დიზელის დანამატებით, რათა ჯერ კიდევ საწვავის და ტექნიკური დეტალების გაუმჯობესებამდე არ გაფუჭებულიყო საწვავის მაღალი წნევის ტუმბო.
  • იზრდება საწვავის მოხმარება
  • DPF ფილტრის დაბინძურება
  • დაკარგა სიმძლავრე
  • საწვავის სისტემის დაბინძურება
  • მავნე გამონაბოლქვის ზრდა
  • იზრდება ძრავის ვიბრაცია და ხმაური
Diesel System Cleaner - დიზელის სისტემის გამწმენდები
საწვავის სისტემის გამწმენდი დანამატები, ხელს უწყობს საწვავის შემფრქვევის ( ე.წ. ინჯეკტორი ), სარკველის ( ა.წ. კლაპანი ) და წვის კამერის გაწმენდას. აგრეთვე, უზრუნველყოფს დეტალების ზედაპირიდან ნალექის და სხვა მავნე დეპოზიტების მოშორებას.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ჰაერის შემშვები სისტემა, რადგან წვის კამერაში ხდება საწვავის და ჰაერის თანხვედრა. შესაბამისად, უკეთესი წვისთვის საჭიროა ჰაერის და საწვავის დაბალანსებული მასის მიწოდება წვის კამერამდე. ჰაერის შემშვები სისტემის გაწმენდა მოიცავს ჰაერის ფილტრის შეცვლას, EGR-ის, დროსელის სარქველის და ცივი კოლექტორის გაწმენდას. ჰაერის და საწვავის სწორი ნაზავის (ე.წ სმესის) შექმნის შედეგად, მიიღება სარქველების მსუბუქი და სწორი გახსნა / დახურვა და ჰაერის ნაკადის სწორი მიმოქცევა, რაც ძრავის გამართული მუშაობის გარანტია.

დეპოზიტები უარყოფითად აისახება მოძრავი და შემფრქვევი დეტალების რეალურ ეფექტურობაზე. მაგალითად, ამცირებს შემშვები სარქველის ჰაერის მიწოდებას ცილინდრის თავთან. შესაბამისად მისი გაწმენდა რეკომენდებულია საშუალოდ 6 თვეში ერთხელ (სხვა შემთხვევები არის ინდივიდუალური ).
Diesel System Care - დიზელის სისტემის მოვლა
დიზელის ცენტანის რიცხვი არის დიზელის წვის მთავარი მახასიათებელი. რაც უფრო დაბალია რიცხვი მით უფრო ცუდი წვა აქვს დიზელს, რაც ნეგატიურად აისახება ძრავზე. მაღალი ცეტანობის მქონე დიზელის საწვავის წარმოება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ საწვავის მწარმოებლები ხშირად არ ზოგავენ რესურსებს ამ დანამატის ხარჯზე. სხვა უამრავ დადებით მახასიათებელთან ერთად, დიზელის ცეტანის რიცხვის გაზრდაში თქვენ დაგეხმარებათ კომპლექსური მოქმედების დანამატი SPEED DIESEL ZUSATZ, კოდით 1975. EURO 4-6 ე.წ. მშრალი საწვავი.

გოგირდის პროპორციის შემცირებასთან ერთად იკლებს დიზელის საპოხი მოქმედების მაჩვენებლები. მხოლოდ მსხვილი ნავთობკომპანიები ამატებენ საწვავში სპეციალურ დანამატებს, რაც არ შეიცავს გოგირდს, მაგრამ უზრუნველყოფს საწვავის საპოხ მოქმედებას. იმისათვის, რომ გაუფრთხილდეთ შემფრქვევს, სარქველს და სხვა მოძრავ დეტალებს ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ, Diesel Schmier-Additiv, კოდი 7504 და Diesel Systempflege, კოდი 7506.

დიზელის ჭვარტლის ნაწილაკების ფილტრის დაბინძურება კიდევ ერთი ხშირი პრობლემაა. დანამატს ვასხამთ საწვავის ავზში, რადგან ის შეიცავს ნივთიერებას, რომლის წვის შედეგადაც წარმოიქმნება ნივთიერება, რომელიც უკვე DPF-ში ასრულებს კატალიზატორის ფუნქციას და ეხმარება ფილტრს ავტომატური რეგენერაციის პროცესში. ეს უზრუნველყოფს ფილტრის გამტარობას, მავნე გამონაბოლქვის შემცირებას და ფილტრის რესურსის გაზრდას. ამაში დაგეხმარებათ Diesel Partikelfilter Schutz, კოდი 2298.

კიდევ ერთი პრობლემა, დაბალი ტემპერატურისას დიზელს საწვავის ავზის წყლის მასებით ავსება და მთლიანად შემფრქვევი სისტემის განადგურებაა. ტემპერატურის კლებასთან ერთად, საწვავში პარაფინის კრისტალები წარმოიწმნება და ავტომატურად ბლოკავს საწვავის ფილტრს. Diesel Fliss Fit, ე.წ. ანტიგელი, მოლეკულურ დონეზე ხელს უშლის პარაფინის კრისტალების წარმოქმნას და უზრუნველყოფს მათ დაშლას წარმოქმნის შემდეგაც კი, რაც აუმჯობესებს დიზელის საწვავის ფილტრაციას დაბალ ტემპერატურაზე და არ აბინძურებს სისტემას.
DPF Cleaner - დიზელის ჭვარტლის ნაწილაკების ფილტრის გამწმენდი
დიზელის ჭვარტლის ნაწილაკების ფილტრი (DPF) არის ფილტრი, რომელიც აფერხებს და ინახავს გამონაბოლქვს, რათა შეამციროს დიზელის ძრავის მავნე გამონაბოლქვი. მაგრამ როგორც ყველა დანარჩენ ფილტრს, DPF -საც აქვს თავის რესურსი. საბედნიეროდ, უკვე გამოცდილი, ევროპაში და აშშ-ში დანერგილი მეთოდი არის DPF-ს გაწმენდის მომსახურება სპეციალური დანამატებით. LIQUI MOLY როგორც გლობალური მაშტაბით საავტომობილო დანამატების დარგის ლიდერი, გთავაზობთ, სწრაფ მარტივ და ეფექტურ დანამატების პაკეტს, სპეციალურ გამწმენდ აპარატს და სრულ მომსახურებას. DPF-ის შეცვლა არის საკმაოდ ძვირი სიამოვება, მისი გათიშვა კი არის დაკავშირებული გარკვეულ დისბალანსთან რაც საბოლოო ჯამში ავნებს ავტომობილს და გარემოს და გაწმენდა კიდე არის რეკომენდირებული ყოველ 18-24 თვეში ერთხელ რაც სულ რაღაც 320 ლარი დაგჯდებათ და საშუალოდ 1 გავლილი კილომენტი 0.008 ლარი ეღირება. ამას ჰქვია სწრავი, იაფი, მარტივი და ეფექტური მომსახურება
LIQUI MOLY JET CLEAN TRONIC II - საწვავის სისტემის / ჰაერის შემშვები სისტემის / წვის კამერის პროფესიონალური გაწმენდა აპარატით

საწვავის სისტემის პროფესიონალურად გაწმენდის უპირატესობები:

  • ძრავის გაუმჯობესებული მუშაობა
  • აშორებს მავნე დეპოზიტებს დეტალების ზედაპირზე და ზრუნავს უკეთესი ნაზავის შექმნაზე
  • მნიშვნელოვნათ ამცირებს საწვავის დანახარჯს ( 10% და მეტი )
  • ოპტიმალური ნაზავის ფორმირება ზრუნავს საწვავის სრულ და ეფექტურ წვაზე.
  • უზრუნველყოფს ცვეთის შემცირებას
  • დეტალებზე წარმოქმნილ დეპოზიტებს აქვთ იგივე ეფექტი ( მაღალი სიზუსტით დამზადებულ დეტალებზე ) რაც სხვა ნებისმიერ სახეხ ხელსაწყოს ყოველდღიური მოხმარებისას. საწვავის სისტემის გაწმენდის შედეგად აღმოიფხვრება დეპოზიტები და ძვირადღირებული დეტალები იქნება მაქსიმალურად დაცული ცვეთისაგან.
  • უზრუნველყოფს სისტემაში არსებული ყველა დეტალის რესურსის გაზრდას
  • რაც ყველაზე მთავარია, პროფესიონალურად გაწმენდილი საწვავის სისტემა მუშაობს ეკონომიურად და ზრუნავს სისტემაში ეფექტური ნაზავის შექმნაზე, პასუხიმგებელი დეტალების სისუფთავეზე და მაქსიმალურ ეფექტურობაზე.

ჰაერის შემშვები სისტემის პროფესიონალურად გაწმენდის უპირატესობები:

  • ძრავის გაუმჯობესებული მუშაობა
  • აშორებს მავნე დეპოზიტებს წარმოქმნილ ჰაერის შემშვებ კოლექტორში და სარქველზე, ინარჩუნებს სისტემაში ყველა არსებული სარქველის მოძრაობის სიმსუბუქეს.
  • მნიშვნელოვნათ ამცირებს საწვავის დანახარჯს ( 5% და მეტი )
  • გაწმენდის სრული სერვისი უზრუნველყოფს საწვავის და ჰაერის ოპტიმალურ თანხვედრას რაც უზრუნველყოფს საწვავის სრულ და ეფექტურ წვას ყველანაირი დამატებითი დეპოზიტების წარმოქმნის გარეშე.
  • დეპოზიტები უარყოფითად აისახება მოძრავი დეტალების რეალურ ეფექტურობაზე, მაგალითად ამცირებს შემშვები სარქველის ცხელი ჰაერის მიწოდებას ცილინდრის თავთან.
  • სისტემის გაწმენდა უზრუნველყოფს დეპოზიტის მოშორებას და ნაწილების საექსპლუატაციო საიმედოობას.
  • პროფესიონალურად გაწმენდილი სისტემა მუშაობს ეკონომიურად, ზრუნავს სისტემაში ეფექტური ნაზავის შექმნაზე და ზრდის სისტემაში დამონტაჟებული კომპონენტების ექსპლუატაციის გახანგრძილებას.

რა ძირითად ფუნქციებს ასრულებს დიზელის დანამატები?

  • საწვავის სისტემის დაცვა ცვეთის, კოროზიისა და ნალექისაგან
  • დიზელის საწვავის ცეტანის რიცხვის გაზრდა
  • საწვავის მოხმარების ოპტიმიზირება ( შემცირება )
  • საწვავის საპოხი თვისებების გაუმჯობესება
  • ძრავის სიმძლავრის გაზრდა
  • საწვავის შემფრქვევი სისტემის სამუშაო რესურსის გაზრდა
  • მავნე გამონაბოლქვის მნიშვნელოვნად შემცირება
პასუხი კითხვაზე:

არსებობს თუ არა დღეს დიზელის დანამატების გამოყენების აუცილებლობა“?
- აშკარად არის დადებითი. დანამატები საშუალებას გაძლევთ, მოახდინოთ საწვავის მავნე ნივთიერებების ნეიტრალიზაცია, უზრუნველყოთ უკეთესი საექსპლუატაციო პირობები, გაუფრთხილდეთ ეკოლოგიას და მნიშვნელოვნად გაზარდოთ ძრავის სამუშაო რესურსი. გჭირდებათ თუ არა ეს ყველაფერი სწრაფად, მარტივად, საიმედოდ და ნებისმიერი დეტალის დემონტაჟის გარეშე, უკვე თქვენი გადასაწყვეტია !

ჩვენ გირჩევთ LIQUI MOLY-ს!