ვახო ხურციძემ RED BULL CAR PARK DRIFT 2021 მოიგო.

     

    ვახო ხურციძემ Red Bull Car Park Drift 2021 მოიგო.

     

    ''შედეგით აღფრთოვანებული ვარ !!! დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც გვერდით მედგა. მადლობა ასევე ჩემს კონკურენტებსაც, ღირსეული კონკურეციისთვის. შევეცდები ფინალის დროს, კაიროში საქართველოს დროშა, რაც შეიძლება მაღლა ავაფრიალო'' - ვახო ხურციძე, დაჯილდოვების ცერემონიალის შემდეგ. 

    6 ივნისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, გაიმართა Red Bull Car Park Drift Georgia-ს საკვალიფიკაციო ეტაპი. 40-მდე დრიფტერი დარეგისტრირდა წინასაკვალიფიკაციო ეტაპზე, მაგრამ მონაწილეობა მხოლოდ 17-მა მათგანმა მიიღო. ცნობილი სახეებს შორის, ახალი ნიჭიერი ახალგაზრდებიც ჩანდნენ, მაგრამ დღის ბოლოს გამოცდილებამ მაინც გაიმარჯვა. 

     

    Red Bull Car Park Drift 2021, საბოლოო შედეგი:
    1. ვახო ხურციძე
    2. მევლუდ მელაძე
    3. დავით ნუცუბიძე

     

    Red Bull Car Park Drift 2021 -ის გამარჯვებული, ვახო ხურციძე გახდა, ხოლო საპატიო მეორე და მესამე ადგილები, მევლუდ მელაძე-მ და დავით ნუცუბიძე-მ გაიყვეს. 

    შეგახსენებთ, რომ ვახო ხურციძის გენერალური სპონსორი და დიდი ქომაგი, კომპანია გეზ მოტორსი იყო, რომელიც ვახოს ავტომობილის ძრავს, Liqui Moly-ის გერმანული ზეთით ამარაგებდა. 

     

    უყურეთ ვიდეოს ღონისძიებიდან: