გეზ მოტორსი აცხადებს ვაკანსიას ქალბატონებისთვის.

     

    საცალო გაყიდვების წარმომადგენელი

    საჭირო უნარები:

    • მომხმარებლებთან თავაზიანი მისალმების უნარი.
    • შესაბამისი პირისპირი, სატელეფონო, ტექსტური შეტყობინებებით და ელექტრონული ფოსტით ეფექტური და ეთიკური კომუნიკაციის დამყარების უნარი.
    • ავტომობილების ძირითადი მომსახურების გარდა, დამატებითი მომსახურების / პროდუქტის და პოტეცნიური პრობლემების პრევენციის მიზნით რეკომენდაციის გაცემა და მომსახურების / პროდუქტის
    • გაყიდვის უნარი.
    • სხვადასხვა საავტომობილო სისტემების საშუალო დონეზე ტექნიკური ცოდნა და მომხმარებლებისთვის ამავე სისტემების მარტივად ახსნის უნარი მომსახურების ან პროდუქტის გაყიდვის მიზნით.
    • მომხმარებელთან პრობლემაზე ზემოქმედების, მოლაპარაკებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.
    • მოხმარებელზე გაწეული მომსახურების ან გაყიდული პროდუქტის სწორად დოკუმენტირების უნარი
    • ციფრებთან და თანხებთან მარტივად მუშაობის უნარი.
    • სერვის მენეჯრთან ერთად მომხმარებლის კმაყოფილების და სამუშაოების დადებითად შეფასებისათვის, მომსახურების დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი
    • დეტალებზე ორიენტირების და მომხმარებლის მოთხოვნებზე სწრაფად რეაგირების უნარი.
    • მომხმარებელზე ორიენტირი:
    • მაქსიმალურ ყურადღებას და ძალისხმევას უთმობს მომხმარებელის მომსახურების უმაღლეს დონეს.
    • ასევე გრძნობს თვითკმაყოფილებას, როდესაც მომხმარებელი კმაყოფილია.
    • ესმის და ითვალისწინებს მომხმარებლის საჭიროებებს და აქტიურად მუშაობს მათ დასაკმაყოფილებლად.
    • სურს გადააჭარბოს მოვალეობას და დაეხმაროს მომხმარებლებს მათი პრობლემების გადაწყვეტაში იმისათვის რომ მომხმარებელმა თავი დაფასებულათ იგრძნოს.
    • მომხმარებელთა საჩივრებს პირველ რიგში ხედავს, როგორც პროდუქტის გაყიდვის და მომხმარებელთა კმაყოფილების შექმნის შესაძლებლობებს.

    პოზიციის რეზიუმე:

    • როგორც ჩვენი გაყიდვების კონსულტანტი, თქვენ ხართ პასუხისმგებელი მომხმარებლებთან ურთიერთობისა და ნდობის დამყარებაზე.
    • კონკრეტული მომსახურების დასრულების შემდეგ კვლავ შეამოწმეთ ავტომობილი პოტენცური პრობლემის თავიდან ასარიდებლათ
    • ნათლად აცნობეთ მომხმარებელს თითოეული საჭირო შეკეთების ღირებულება (შრომა და ნაწილები ერთად).
    • აცნობეთ მომხმარებელს ავტომობილების სათანადო მოვლა-პატრონობის უპირატესობების შესახებ.
    • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებს რეკომენდაცია გაუწიეთ დამატებითი პროდუქტის ან მომსახურების შეძენის თაობაზე
    • სათანადოთ აცნობეთ სერვის მენეჯერს ან ტექნიკოსებს ავტომობილისთვის საჭირო მომსახურების შესახებ.
    • გადახედეთ მომხმარებელის ისტორიას და გაითვალისწინეთ მისი მოთხოვნები.


    მოკლედ - ფუნქციები და უნარები:

    • მომხმარებელთან ურთიერთობა;
    • გაყიდვების გაზრდა;
    • პროდუქტის ცოდნა ( შესწავლა );
    • სფეროში განვიტარება;
    • თანამშრომლობა გუნდის წევრებთან;
    • მარტივად ადაპტირება;
    • ზუსტი დიაგნოსტიკური ინფორმაციის შეგროვება;
    • ინფორმაციის დამუშავება და მიწოდება;
    • მომხმარებლის დაკმაყოფილების ენთუზიაზმი;
    • MS Office- ის საშუალო დონეზე ცოდნა.

    კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს:

    • სასიამოვნო სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს კომპანიის ორივე ფილიალში;
    • ჯანმრთელობის და სიცოცხლის კორპორატიულ დაზღვევას;
    • პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
    • ტრენინგებს საქართველოში ( საზღვარგარეთ );
    • კორპორატიულ და გუნდურ ღონისძიებებს;


    შრომის ანაზღაურება: ფიკსირებული + საკომისიო ( საშუალოდ 1300 ლარი )


    დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე:

    Lmikadze@gezmotor.ge Lmikadze@hotmail.com info@gezmotors.ge 

    2021 წლის 15 მაისისჩათვლით. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება.

     

     

     

    ავტომექანიკოსი

    პასუხისმგებლობა:

    • სერვის მენეჯერთან და სხვა მექანიკოსებთან გუნდური მუშაობა .
    • სატრანსპორტო საშუალებების პროფილაქტიკური მოვლის დაწყება და დასრულება, მაგალითად, ძრავის ზეთის, გადაცემათა კოლოფის, სხვა საპოხი მასალების ( სითხეების ) და ფილტრების შეცვლა.
    • ასევე, სასურველია სამუხრუჭე ხუნდების, საყრდენი დისკების, საბურავების და ნათურების შეცვლის ცოდნა ( სასურველია რომელიმე და უმჯობესია ყველა ერთად ) და სრული მომსახურების გაწევა.
    • მომხმარებლის მანქანებთან დაკავშირებული, მომსახურების ზუსტი ისტორიის ჩანაწერების წარმოება სერვის მენეჯერთან შეთანხმებით
    • ავტოსერვისის აღჭურვილობის გამოყენება ინსტრუქციის შესაბამისად, რეგულარული მოვლა და შეკეთება საჭიროებისამებრ.
    • ახალი პროდუქტის ან აპარატის გამოყენების სწავლის შესაძლებლობებში სავალდებულო ჩართვა სამუშაო ცოდნისა და ტექნიკური უნარების განახლების მიზნით.
    • უსაფრთხოების ზომების დაცვა ავტოსერვისში არსებულ დანადგარებთან, ხელსაწყოებთან, საპოხ მასალებთან და ქიმიკატებთან მუშაობისას


    მოთხოვნები:

    • საშუალო განათლების დიპლომი ან ექვივალენტი. სასურველია დამატებით ტექნიკური განათლება, არსებული სერთიფიკატები ან უმჯობესია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება საავტომობილო მომსახურების განხრით.
    • სატრანსპორტო საშუალებების მექანიკური და ელექტრონული კომპონენტების საშუალო დონეზე ცოდნა
    • ხელსაწყოებთან და სხვა ავტოსერვისის აღჭურვილობსთან მუშაობის გამოცდილება.
    • მექანიკოსი უნდა იყოს ყურადღებიანი, კომუნიკაბელური, ტექნიკური დავალების შესრულებაზე და პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული.
    • თვითმოტივირებული და საიმედო თანამშრომელი დადებითი სამუშაო ეთიკით.


    კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს:

    • სასიამოვნო სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს კომპანიის ორივე ფილიალში;
    • ჯანმრთელობის და სიცოცხლის კორპორატიულ დაზღვევას;
    • პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
    • ტრენინგებს საქართველოში ( საზღვარგარეთ );
    • კორპორატიულ და გუნდურ ღონისძიებებს;


    შრომის ანაზღაურება: ფიკსირებული + საკომისიო ( საშუალოდ 1100 ლარი )

     

    დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე:

    Lmikadze@gezmotor.ge Lmikadze@hotmail.com info@gezmotors.ge 

    2021 წლის 15 მაისისჩათვლით. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება.