რა არის LIQUI MOLY -ის LEIGHTLAUF სერიის ძრავის ზეთები

    "LEIGHTLAUF" გერმანულიდან ითარგმნება როგორც - "ადვილი სვლა". ეს დასახელებაა ეწოდება ძრავის ზეთებს, რომლებიც ძრავის დეტალებს შორის ეფექტურად ამცირებენ ხახუნს და ცვეთის კოეიფიცინეტს და ძრავას ადვილად ( მსუბუქად ) ამუშავებენ წლის ნებისმიერ დროს, ექსტრემალურად დაბალ და მაღალ ტემპერატურებზე.
    ტრადიციული "LEIGHTLAUF" ზეთების შექმნისას გამოიყენება HC - უახლესი თაობის სინთეზური ტექნოლოგიით (Hydro Crack Syntese) შექმნილი საბაზისო ზეთები და ყველაზე თანამედროვე დანამატების პაკეტები .

     

     

     

     

    LEIGHTLAUF-ის უნივერსალურობა და პრაქტიკულობა


    LEIGHTLAUF-ის სერიის ძრავის ზეთები სწორი არჩევანია მათთვის ვინც ეძებს უნივერსალურ ძრავის ზეთს, რომელიც შესანიშნავად მორგებულია საქართველოს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ კლიმატურ ზონებს და ძრავისთვის ექსტრემალურად რთულ დატვირთვისას სამუშაო პირობებს. მაგალითად, ზამთრის პერიოდში -25 გრადუსი ცელსიუსით სვანეტში, გუდაურში ან ბაკურიანში მოგზაურობისას, ერთ კვირიანი პაუზის შემდგომ ავტომობილის დაქოვისას, ძრავი ძალიან დიდ დატვრთვას განიცდის. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გისხიათ დაბალი ხარისხის ან იმ კონკრეტული ძრავის შეუსაბამო ( სქელი, თხელი ან დაშვების არ ქმონე ) ძრავის ზეთი, არსებობს დიდი ალბათობ, რომ მოხდება დეტალებს შორის ინტენსიური ხახუნი, ძლიერი ცვეთა, მუქი შავი კვამლი გამონაბოლქვის სახით და ძრავის სამუშაო ტემპერატურამდე გახურებისას მისი მნიშვნელოვანი დაზიანება, რაც შემდგომ მის ნეგატიურ ექსპლუატაციასთან და გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

    ანალოგიურად, ზაფხულის ექსტრემალურად ცხელ დღეებში +40 გრადუსი ცელსიუსით, ისევ და ისევ არასწორედ შერჩეული ან დაბალი ხარისხის ძრავის ზეთის გამოყენების გამო, ძრავის გადატვირთვისას, აგრესიულად ( სპორტულ რეჟიმში ) ტარებისას ან ხშირად საცობში მოძრაობისას, ძრავი დიდი დატვირთვას განიცდის და მას საიმედო დაცვა ესაჭიროება. წინააღმდეგ შემთვევაში შესაძლებელია მიიღოთ ზევით აღნიშნული ნეგატიური და ზოგ შემთხვევაში ძრავისთვის ფატალური შედეგიც კი.
    უნივერსალური ძრავის ზეთი LEIGHTLAUF, აკმაყოფილებს საერთაშორისო API და ACEA სტანდარტების თანამედროვე მოთხოვნებს . რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გააჩნია ისეთი ავტომწარმოებლების დაშვება / დამოწმება როგორიცაა:MERCEDES-BENZ,VOLKSWAGEN GROUP ( VW, AUDI, SKODA, SEAT, BENTLEY, PORSCHE, LAMBORGHINI, BUGATTI )BMW, MINI,RENAUT.

     

     

     

    LEIGHTLAUF-ის სერიის უნივერსალური ძრავის ზეთები განსხვავებულია სტანდარტული ძრავის ზეთებისგან მაღალი მდგრადობით ამჟავიანებისადმი და აორთქლებისადმი, რაც განაპირობებს მის გამოყენებას დატვირთულ ბენზინის და დიზელის ძრავებში რომლებიც აღჭურვილია ტურბინით, კომპრესორით, ინტერქულერით და კატალიზატორით. LEIGHTLAUF -ის სერიის ძრავის ზეთებში გამოყენებულია ჯგუფი III და ჯგუფი IV-ის საბაზისო ზეთების კომპონენტები, რომლებიც წარმოებულია დანამატების პაკეტთან უახლესი სინთეზის ტექნოლოგიით და გააჩნია შესანიშნავი დამცავი თვისებები. სპეციალური დანამატების პაკეტი, უზრუნველყოფს ცვეთისაგან დაცვას, ხელს უშლის ზეთის სისტემაში ნადების წარმოქმნას და დაგროვებას, და რაც მთავარია ექსტრემალურ ტემპერატურებზე უზრუნველყოფს ზეთის სწრაფ / სტაბილურ მიწოდებას სისტემაში მქსიმალურად შეზეთვისთვის და საიმედო დაცვისათვის.

     

    2020 წლის სიახლე Leichtlauf Energy 0W-40


    Liqui Moly GmbH– ის ქიმიკოსებმა და ტექნოლოგებმა გადაწყვიტეს შეერწყათ PAO– ს (ჯგუფი IV) კლასის ზეთების უპირატესობები თანამედროვე HC ( ჯგუფი III ) საბაზისო ზეთებთან და დანამატების უნიკალურ პაკეთებთან. შედეგათ მიიღებს კიდევ უფრო მეტად სტაბილური, მდგრადი და ტემპერატურული რეჟიმების გამძლე ძრავის ზეთი Leichtlauf Energy 0W-40, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სარბოლო ავტომობილებში, და მისი უპირატესობებით სრულად უსაფრთხოდ ( ავტომწარმოებლების დაშვებებით და შესაბამისობებით ) შეუძლიათ ისარგებლონ სერიული ავტომობილების მფლობელებმა წლის 12 თვის განმავლობაში ზეთის შეუცვლელად.
    Leichtlauf Energy 0W-40 არის უახლესი ჰიდროკრეკინგის მზა პროდუქტში 50% -ით PAO ბაზით შექმნილი ძრავის ზეთი. ძალიან ძვირი და საოცრად მდგრადი PAO- ს ეს წილი პროდუქტს ანიჭებს შესანიშნავ თვისებებს და უპირატესობებს. ზეთს აქვს ძალიან მაღალი ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლები: მაღალი სიბლანტის ინდექსი და აალების წერტილი. Mercedes-Benz MB-229.5 დაშვება რომელიც მიუთითებს ყველაზე მაღალ რესურსზე, კარგ სარეცხ თვისებებზე და ცვალებად ტემპერატურულ რეჟიმში მუშაობის სტაბილურობაზე. ეს ზეთი რეკომენდებულია ევროპული ავტომწარმოებლების როგორც ბენზინის ასევე დიზელის ძრავებისთვის ჭვარტლის ნაწილაკების ფილტრების (DPF ) გარეშე.

     

    სპეციფიკაციები და დაშვებები:
    • ACEA A3/ B4, API SN/CF, Porsche A40, BMW Longlife-01 (2018 წლამდე), Ford WSSM2C 937-A, MB 229.5
    •  Renault RN 0700, Renault RN 0710, VW 502 00, VW 505 00

     

     

    LIQUI MOLY არის საუკეთესო ბრენდი გერმანიაში


    LIQUI MOLY არის გლობალური ბრენდი, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში. 10 წელი ზედიზედ, LIQUI MOLY აღიარებულია საუკეთესო ბრენდად გერმანიაში საავტომობილო საცხებ საპოხი მასალების კატეგორიაში. LIQUI MOLY დაარსდა 1957 წელს და ავითარებს და აწარმოებს 4000-ზე მეტ პროდუქტს ექსკლუზიურად გერმანიაში.


    2011-2020 წლების საუკეთესო ბრენდი საპოხი მასალების კატეგორიაში შემდეგი გამომცემლობების მიხედვით :

    • TOP MARKE, Auto Zeitung, Auto Bild, Auto Motor und Sport, Motor Klassik,
    • Motorsport Aktuell, PS, Profi Werkstatt Automechanika, Sport Auto და MOTORRAD.