გერმანული ბრენდი Liqui Moly GmbH წარმოგიდგენთ ძრავის ზეთს უმაღლესი ხარისხის სტანდარტით იაპონური, სამხრეთ კორეული და ამერიკული ავტომობილებისთვის!
ახალი API SN PLUS + RC სტანდარტის მიხედვით, ძრავის ზეთის განახლებული შემადგენლობა ბენზინის ძრავებისათვის, უზრუნველყოფს უფრო მაღალი სისუფთავის ეფექტს და მნიშვნელოვლად ამცირებს ძრავის დაზიანების რისკს LSPI ფაქტორის გათვალისწინებით.
თანამედროვე, მცირე კუბატურის ეკონომიური ძრავები განიცდიან "ნაადრევი აალების რისკს" განსაკუთრებით ქალაქში დაბალი სიჩქარით მოძრაობისას. ეს პრობლემური ფენომენი საავტომობილო სამყაროში არის ცნობილი როგორც LSPI (Low-Speed Pre-Ignition). LSP-მ შეიძლება გამოიწვიოს ძრავის სერიოზული დაზიანება, ა.წ. "სტუკი".
SPECIAL TEC AA-ის სერიის ძრავის ზეთის გამოყენების საშუალებით, ბენზინის ძრავებისთვის, მცირდება LSPI საშიშროების რისკი.
LIQUIMOLY-ს აქვს შემუშავებული სპეციალური ზეთების სერია SPECIAL TEC AA ( ASIA & AMERICA ).
თანამედროვე, ენერგოდამზოგავი, ყველა სეზონის HC-სინთეტიკურ საბაზისო ზეთებზე შექმნილი ძრავის ზეთი, გამდიდრებული უნიკალური დანამატების პაკეტით, სპეციალურად განკუთვნილი ამერიკული და აზიური ბენზინის ძრავებისათვის (რაც ასევე მოიცავს ტურბინირებულ და ე.წ.Multi-Valve Technology-ს მქონე ძრავებს ).
სპეციფიკაციები და სტანდარტები: API SN PLUS + RC, ILSAC GF-5