როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ზამთრისთვის
გასწავლით, როგორ მოამზადოთ ავტომობილი ზამთრის სეზონისთვის 4 მარტივ ეტაპად. ეს დაგეხმარებათ, რომ გაზაფხულს საუკეთესო მდგომარეობაში და უპრობლემოდ შეხვდეთ.
1. გაწმინდეთ შეფრქვევის სისტემა
ბენზინის ძრავებისთვის განკუთვნილი Injection Cleaner და დიზელის ძრავებისთვის Super Diesel Additive საწვავის, შეფრქვევისა და წვის სისტემებს ჭუჭყისა და ნადებისგან ასუფთავებს. შედეგად, საწვავი კვლავ წმინდად იფრქვევა, სუფთად იწვის და ნაკლებ ნარჩენს გამოყოფს. ამ დანამატების გამოყენება მარტივია — ისინი პირდაპირ საწვავის ავზში ისხმება.
ძველი, კარბურატორიანი ავტომობილებისთვის განკუთვნილია Carburetor and Valve Cleaner. ის აშორებს ნადებს კარბურატორში, სარქველებსა და ანთების სანთლებზე (სვეჩებზე), ასევე წვის კამერაში. გარდა ამისა, ის ხელს უშლის ახალი ნადების წარმოქმნას და იცავს კარბურატორს გაყინვისგან.
საწვავის სისტემიდან ნადებისა და ნარჩენების მოცილება
2. გაწმინდეთ ზეთის სისტემა
ზეთის სისტემაში კოროზიისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება, რა თქმა უნდა, ზეთის შეცვლაა, რადგან ამ დროს სისტემას ძველი ნარჩენებიც სცილდება. ძველმა ზეთმა შესაძლოა უკვე დაკარგა თავისი თვისებები და „დამჟავდა“ კიდეც. ეს გაუნეიტრალებელი მჟავები კი ლითონის დეტალებს აზიანებს. სისტემაში ახალი ზეთის ჩასხმით ამ პრობლემას მარტივად აიცილებთ თავიდან.
დაცვა მაქსიმალური ცვეთისგან
ხანგრძლივი დგომის შემდეგ, სამწუხაროდ, შესაძლებელია, რომ ზეთი სისტემიდან სრულად ჩამოიწრიტოს და დეტალების ზედაპირი მშრალი დარჩეს. ძრავის დაქოქვისას „ლითონი ლითონს“ ეხება, რაც მაქსიმალურ ცვეთას იწვევს. ხახუნის შედეგად ლითონის ზედაპირები შესაძლოა დაზიანდეს. ამის თავიდან ასაცილებლად, ძრავის ზეთს დაამატეთ ჩვენი ცვეთის საწინააღმდეგო სამი დანამატიდან ერთ-ერთი.
სამივე მათგანი ზეთის ისეთი დანამატია, რომელიც ხახუნის შესამცირებლად არის შექმნილი. ეს დადებითად აისახება როგორც საწვავის მოხმარებაზე, ისე ცვეთის შემცირებაზე. ამ გზით თქვენ ასევე იცავთ ძრავას დგუშების ნაადრევი გაჭედვისგან, მაგალითად, ძველ ავტომობილებში ზეთის კლების შემთხვევაში.