Pro-Line Getriebeöl-Additiv - მექანიკური გადაცემათა კოლოფის / ხიდების ზეთის დანამატი

Pro-Line Getriebeöl-Additiv - მექანიკური გადაცემათა კოლოფის / ხიდების ზეთის დანამატი - 5198

ფასი: 75 ₾

ტრანსმისიის ზეთის ანტიფრიქციული დანამატი Pro-Line Getriebeoil-Additiv

მოლიბდენის დისულფიდის  (MoS2) ბაზაზე შექმნილი დანამატი, სპეციალურად მექანიკური გადაცემათა კოლოფისა და ხიდებისათვის. მნიშვნელოვნად ამცირებს ცვეთასა და ტემპერატურას ხახუნის ზონაში. ამის შედეგად, გადაცემის უფრო რბილი გადართვა, კოლოფის უხმაურო მუშაობა და ნაკლები გახურება. დანამატი აუმჯობესებს ძველი გადაცემათა კოლოფების და ხიდების მუშაობას, უზრუნველყოფს გადაცემათა თავისუფალ გადართვას და ზრდის მუშაობის ეფექტურობას. მოლიბდენის დისულფიდის  (MoS2) ხარჯზე იზრდება კვანძის საექსპლუატაციო საიმედოობა და ხარისხი. ოპტიმალური ტევადობა სატვირთო მანქანებისათვის.

შეიცავს წვრილდისპერსიულ მოლიბდენის დისულფიდს, რომელიც ეფექტურად ამცირებს ხახუნის და ცვეთის კოეფიციენტებს.

მოლიბდენის დისულფიდის ნაწილაკები ფარავენ ხახუნის ზედაპირს, ავსებენ მცირედ უსწორმასწორო ადგილებს, მაღალი დატვირთვის დროს ხელს უშლიან მეტალის კონტაქტს მეტალთან მაშინ როცა ზეთის თვისებები არ არის საკმარისი.

- ამცირებს ხახუნსა და ცვეთას
- აუმჯობესებს გადაცემათა გადართვის პროცესს
- ინარჩუნებს თვისებების სტაბილურობას ხანგრძლივი მაღალი დატვირთვის დროს
- აუმჯობესებს ტრანსმისიის მუშაობის საიმედოობას
- ამცირებს ხმაურს ტრანსმისიის მუშაობის დროს
- გადაცემათა თავისუფალი გადართვა   
- უზრუნველყოფს ტრანსმისიის ოპტიმალურ მუშაობას

დანამატი Pro-Line Getriebeoil-Additiv საშუალებას იძლევა ზეთის ყოველი შეცვლის დროს გაახანგრძლივოს სატვირთო ავტომობილების მექანიკური გადაცემათა კოლოფის საექსპლუატაციო ვადა და თავიდან აიცილოს ტრანსმისიის რემონტის სამომავლო ხარჯებს.

პერსონალური
მომსახურება

ჩვენ გთავაზობთ 24 საათიან მომსახურებას

დამზადებულია
გერმანიაში

100% გერმანული პროდუქცია

პროდუქტები

ჩვენ გთავაზობთ 7000-ზე პროდუქციას