LM 40 Multi-Funktions-Spray 400 -

LM 40 Multi-Funktions-Spray 400მლ - უნივერსალური სპრეი - 8049

ფასი: 17 ₾

უნივერსალური სპრეი LM 40 Multi-Funktions-Spray

უნივერსალური საშუალება, რომელიც კომპლექსურად მოქმედებს მოხახუნე ლითონის დეტალებზე: აცილებს ჭუჭყსა და კოროზიას, უზრუნველყოფს ხანგრძლივი დროით გაპოხვას.

იდეალურია კარის ანჯამების, სახსრების, საკეტების, საკვალთების, საწევების, ავტომობილის ანტენების და ა.შ შესაპოხად. სპრეი განდევნის წყალს ძნელადმიღწევადი ადგილებიდან; აუმჯობესებს კონტაქტების ელექტრო გამტარობას; აცილებს ჭუჭყს, ზეთის და სქელი საპოხის კვალს.

სპრეი რეკომენდირებულია სხვადასხვა სფეროებში გამოსაყენებლად: ავტომობილის მოვლის დროს, ტექნიკური მომსახურების სადგურებში, საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის და მრეწველობაში.

სპრეი შეიცავს დაბალი სიბლანტის მქონე სინთეტიკურ ზეთსა და ზედაპირულად-აქტიური, საპოხი, ანტიკოროზიული და დამცავი დანამატების პაკეტს. აღწევს თხელ ღრეჩოებში, არბილებს და აცილებს ჟანგს, გამოძევებს წყალს.

- ამცირებს ხახუნს

- აცილებს ჭუჭყსა და ჟანგს

- განდევნის ტენს

- შესანიშნავი შეღწევადობა

- აუმჯობესებს ელექტრო გამტარობას

- გამოყენების შემდეგ იცავს კოროზიისგან

- არ შეიცავს სილიკონებს

- ნეიტრალურია ლაქის, ლითონების, ხისა და პლასტიკისადმი (პოლიკარბონატის გარდა)

- გამოყენების ფართო დიაპაზონი

 

სპრეი LM 40 Multi-Funktions-Spray არის ერთდროულად რამოდენიმე პრობლემის ეკონომიური და უნივერსალური გადაჭრა: მოხახუნე შემაერთებლების გაპოხვა, კოროზიის მოცილება და მისგან დაცვა გამოყენების სხვადასხვა სფეროებში.

პერსონალური
მომსახურება

ჩვენ გთავაზობთ 24 საათიან მომსახურებას

დამზადებულია
გერმანიაში

100% გერმანული პროდუქცია

პროდუქტები

ჩვენ გთავაზობთ 7000-ზე პროდუქციას