- 15% ფასდაკლება, ძრავის ზეთის შეცვლის კრებულზე!

    პრობლემა რომელიც აწუხებს მძღოლებს არა მართო საქართველოში არამედ მთელს მსოფლიოში, როგორ შევამციროთ ძრავის ზეთის კლება, მაგალითად 1 ლიტრი ყოველ 2-3,000კმ-ზე რაც ცუდი მაჩვენებელია და დამატებითი ხარჯების გარდა ძალზედ მავნებელია ავტომობილის ძრავისათვის, რადგან ზეთის ნაკლებობა და დროზე ადრე დათხელება იწვევს ძრავის დეტალების ხახუნს და ცვეთას. ლიქვი მოლი-ს აქვს მსგავსი პრობლემების მარტივი გადაწყვეტის მეთოდი, ლიქვი მოლი-ს ძრავის ზეთის დანამატების კომპლექსი სწორად შერჩეულ ძრავის ზეთთან ერთად. ეს არის ძრავის ზეთის გამწმენდი და დამცავი დანამატები, მარტივი მოხმარებაში, ხელმისაწდომ ფასად დამაქსიმალური შედეგით. ისევე როგორც ადამიანის ორგანიზმი, ძრავი ერთი ცოცხალი ორგანიზმია რომელსაც თუ არ გაუფრთხილდი შედეგათ პრობლემებს წააწყდები. არასწორედ შერჩეული ზეთი, დაბალი ხარისხის ზეთი, ნალექით და ნამწვით სავსე ძრავი, დაბალი ხარისხის საწვავი, გადაჭარბებული ზეთის შეცვლის ინტერვალი, ხშირი მოძრაობა საცობებში, და ბევრი სხვა ფაქტორი არის მიზეზი ძრავის ზეთის კლებისა და ძრავის დეტალების დროზე ადრე განადგურების. წარმოიდგინეთ სისხლში ქოლესტერინის მაღალი შემცველობა, გულის არასტაბილური მუშაობა, მაღალი წნევა, ორგანიზსმის გადახურება, წარმოიდგინეთ რომ გიჭირთ სუნთქვა მაგრამ მაინც გიწევთ სიარული ან და სირბილი. ეს ყველაფერია რასაც თქვენი ავტომობილის ძრავი არასტაბილური მუშაობის პროცესში განიცდის, მაგრამ მაინც მუშაობს და თავისთავად იწვევს გარკვეულ დისბალანს.

    როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემები?

    ძრავის გამორეცხვა

    ძრავის გამორეცხვა რეკომენდირებულია იმ შემთხვევაში თუ კი:

    • ძრავის ზეთის შეცვლის ინტერვალი არის გაზრდილი
    • ხშირად გიწევთ საცობში მოძრაობა
    • გახასიატებთ აგრესიული ტარების სტილი
    • ავტომობილის ტრანსპრტირება ხდებოდა 2-3 თვე საზღვაო ტრანსპორტით
    • შეძენილი ავტომობილის ექსპლუატაციის და მოვლის ისტორია არ იცით
    • ძრავის ზეთის სიბლანტის ან ძრავის ზეთის მწარმოებლის / ბრენდის შეცვლა გსურთ

    ასევე ისეთი პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში როგორებიცაა

    • ძრავის სიმძლავრის დაკარგვა, კომპრესიის ვარდნა ან საწვავის გაზრდილი მოხმარება.
    • ძრავის გამორეცხვით ჩვენ ვწმენდთ ა.წ. დგუშის კოლიცოებს, ძრავის ზეთის მოძრაობის მაგისტრალებს, ვაშორებთ ძრავის დეტალების ზედაპირიდან ნამწვს და ნალექს, და გვაქვს საშუალება მაქსიმალურად გამოვდევნოთ ძველი ზეთი დაბინძურებასთან ერთად ისე რომ 100% დაძღვეულნი ვიქნებით ნებისმიერი დაზიანებისაგან..
    -ამას ემატება ის ფაქტიც რომ გამოეცხვის შემდგომ ახალი ზეთი არ კარგავს თავის ძირითად თვისებებს დროზე ადრე რაც ზრდის ზეთის შეცვლის ინტერვალს, ძრავი იწყებს სტაბილურად და ზედმეტი არასასიამოვნო ხმების გარეშე მუშაობას.

    ძრავის ზეთის სწორი შერჩევა

    სწორედ შერჩეული ძრავის ზეთი მიუხედავათ ძრავის გარბენისა უზრუნველყობს ძრავის გამართულ მუშაობას, უსაფრთხო ცივ სტარს კრიტიკულად დაბალ ტემპერატურისას და ძრავის ზეთის დამცავ ძლიერ დამცავ შრეს / ფენას მაქსუმალურად მაღალი სამუშაო ტემპერატურისას და გადატვირთვისას. შესაბამისად არ ხდება ძრავის გადახურება, რადგან ძრავის დეტალების ხახუნი და ცვეთა არის მაქსიმალურად შემცირებული და დეტალების მოძრაობა არის სტაბილური. ზეთს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ავტომწარმოებლის მიერ მინიჭებული დაშვება, ან გლობალურად ძლიერი ბრენდების შემთხვევაში თუნდაც შესაბამისობა ძირითად დასაშვებ სტანდარტებთან, რაც გარანტიაა ძრავის ზეთის სტაბილურობის და ხანგრძლივი საექსპლატაციო რეჟიმის. Liqui Moly'ის მსუბუქი ავტომობილის ძრავის ზეთი შეგვიძლია შევცვალოთ მინიმუმ 8000კმ-ზე მაქსიმუმ 15000კმ-ზე საქართველოს პირობებში.

    ძრავის დამცავი დანამატები

    ძრავის ზეთის სტანდარტული თვისებები ყოველთვის არ არის საკმარისი ავტომობილის საიმედო ექსპლუატაციისათვის საქართველოს პირობებში.

    არის კატეგორია რომელიც გვირჩევს შევამციროთ ძრავის ზეთის შეცვლის ინტერვალი - როგორც ჩვენთან იტყვიან: "შეცვალე ყოველ 5000კმ-ზე და ყველაფერი კარგად იქნება", მაგრამ რატომ როდესაც არსებობს მეტად მარტივი, იაფი და უკვე ათწლეულობით გამოცდილი მეთოდი როგორც გერმანიაში ასევე მსოფლიოს უამრავ სხვა ქვეყანაში განსაკუთრებით რთულ საექსპლუატაციო პირობებში.

    მაგალითად, თუ გვინდა რომ მაქსიმალურად მოვიფრთხილდეთ ავტომბილის ძრავს, ძრავის გამოსარეცხის და სწორად შერჩეული ძრავის ზეთის გამოყენებისტანავე ან შემდგომ აუცილებლად გირჩევთ გამოიყენოთ LiquiMoly'ის უნიკალური ძრავის ზეთის დამცავი დანამატი CERATEC.

    დანამატი რომელიც შეიცავს მიკროკერამიკულ ნაწილაკებს და თხევად მოლიბდენიუმს, ქმნის კერამიკულ დამცავ შრეს ძრავის ყველა დეტალის ზედაპირზე და აძლიერებს ა.წ. ცილინდრის კედლებს და ა.წ. პორშინების კოლიცოებს. ამის შედეგათ ის აფერხებს მეტალის ზედაპირების პირდაპირ კონტაქტს ერთმანეთთან ძრავის მუშაობისას და ყველაზე ექსტრემალურ პირობებშიც კი იცავს ძრავს გადახურებისგან რათა უზრუნველყოფს იდეალური შეზეთვის წინაპირობა. ერთჯერადი გამოყენებისას CERATEC'ის სამუშაო რესურსი არის 50000კმ-ი ან ლოგიკურად 2 წელი.

    • თავსებადია ნემისმიერი სიბლანტის და მწარმოებლის ძრავის ზეთთან.
    • კერამიკული დანამატის მეშვეობით 35%-ით ამწირებს ცვეთას, შესაბამისად მაქსიმალურად ახანგრძლივებს ძრავის და ძრავის ზეთის რესურსს.
    • მნიშვნელოვნათ მატებს ძრავის კომპრესიას.
    • უძლებს როგორც ძალიან დაბალ, აგრეთვე ძალიან მაღალ ტემპერატურებს.
    • ამცირებს საწვავის მოხმარებას ძრავის სტაბილური მუშაობის შედეგათ.
    • აფერხებს ძრავის დაზიანებას ექსტრემალურ სიტუაციებში ( ზეთის გაჟონვისას, მაღალი დატვირთვისას და გადახურებისას ).
    -ამ უნიკალური კომბინაციის გამოყენების შედეგათ თქვენ მაქსიმალურად შეამცირებთ ძრავის ზეთის კლებას, ძრავის დეტალების ცვეთას, გაზრდით ძრავის ზეთის შეცვლის ინტერვალს მინიმუმ 20%-ით და ზოგადათ მაქსიმალურად გააუმჯობესებთ ძრავის სამუშაო რეჟიმს ყოველდღიური დატვირთვისას, ეს იქნება საცობში ქალაქში თუ სარბოლო ტრასაზე.

    მაღალი ხარისხის ფილტრი