JET CLEAN TRONIC II – LIQUI MOLY-სგან

    საწვავის სისტემის პროფესიონალურად გაწმენდის უპირატესობები:

    • ძრავის გაუმჯობესებული მუშაობა
    • აშორებს მავნე დეპოზიტებს დეტალების ზედაპირზე და ზრუნავს უკეთესი ნაზავის შექმნაზე
    • მნიშვნელოვნათ ამცირებს საწვავის დანახარჯს ( 10% და მეტი )
    • ოპტიმალური ნაზავის ფორმირება ზრუნავს საწვავის სრულ და ეფექტურ წვაზე.
    • უზრუნველყოფს ცვეთის შემცირებას
    • დეტალებზე წარმოქმნილ დეპოზიტებს აქვთ იგივე ეფექტი ( მაღალი სიზუსტით დამზადებულ დეტალებზე ) რაც სხვა ნებისმიერ სახეხ ხელსაწყოს ყოველდღიური მოხმარებისას. საწვავის სისტემის გაწმენდის შედეგად აღმოიფხვრება დეპოზიტები და ძვირადღირებული დეტალები იქნება მაქსიმალურად დაცული ცვეთისაგან.
    • უზრუნველყოფს სისტემაში არსებული ყველა დეტალის რესურსის გაზრდას
    • რაც ყველაზე მთავარია, პროფესიონალურად გაწმენდილი საწვავის სისტემა მუშაობს ეკონომიურად და ზრუნავს სისტემაში ეფექტური ნაზავის შექმნაზე, პასუხიმგებელი დეტალების სისუფთავეზე და მაქსიმალურ ეფექტურობაზე.

    ჰაერის შემშვები სისტემის პროფესიონალურად გაწმენდის უპირატესობები:

    • ძრავის გაუმჯობესებული მუშაობა
    • აშორებს მავნე დეპოზიტებს წარმოქმნილ ჰაერის შემშვებ კოლექტორში და სარქველზე, ინარჩუნებს სისტემაში ყველა არსებული სარქველის მოძრაობის სიმსუბუქეს.
    • პირდაპირი შემფრქვევი სისტემის მქონე ძრავებში ( მაგალითად - FSI, TFSI, GDI ) დამატებით წმინდავს შემშვებ სარქველებს დაბალი ხარისხის ზეთის და საწვავის შედეგათ წარმოქმნილი დეპოზიტებისგან.
    • მნიშვნელოვნათ ამცირებს საწვავის დანახარჯს ( 5% და მეტი )
    • გაწმენდის სრული სერვისი უზრუნველყოფს საწვავის და ჰაერის ოპტიმალურ თანხვედრას რაც უზრუნველყოფს საწვავის სრულ და ეფექტურ წვას ყველანაირი დამატებითი დეპოზიტების წარმოქმნის გარეშე.
    • დეპოზიტები უარყოფითად აისახება მოძრავი დეტალების რეალურ ეფექტურობაზე, მაგალითად ამცირებს შემშვები სარქველის ცხელი ჰაერის მიწოდებას ცილინდრის თავთან.
    • სისტემის გაწმენდა უზრუნველყოფს დეპოზიტის მოშორებას და ნაწილების საექსპლუატაციო საიმედოობას.
    • პროფესიონალურად გაწმენდილი სისტემა მუშაობს ეკონომიურად, ზრუნავს სისტემაში ეფექტური ნაზავის შექმნაზე და ზრდის სისტემაში დამონტაჟებული კომპონენტების ექსპლუატაციის გახანგრძილებას.

    პროფესიონალური გაწმენდის შედეგათ იწმინდება:

    • საწვავი გამავალი მილები
    • საწვავის შემფრქვევი ( ინჟექტორი )
    • შემშვები სარქველი ( კლაპანი )
    • დგუში
    • წვის კამერა
    • ჰაერის შემშვები სარკველი
    • კოლექტორი
    • ხშირ შემთხვევაში იწმინდება აალების სანთლები

    გაწმენდა არის აუცილებელი როდესაც:

    • დაკარგულია ძრავის სიმძლავრე
    • იზრდება საწვავის მოხმარება
    • იზრდება ძრავის ვიბრაცია და ხმაური
    • მავნე გამონაბოლქვის მომატება
    • ძრავის ბრუნის არასტაბილურობა
    • დაგვიანებული აქსელერაცია

    გაწმენდის შედეგათ მიიღებთ:

    ძრავის გაუმჯობესებული მუშაობას
    საწვავის შემცირებული მოხმარებას ( 10% < )
    ძრავის სიმძლავრის აღდგენას ( ცხენის ძალების აღდგენას )
    მავნე გამონაბოლქვის შემცირებას